top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით – გიორგი ფხაკაძე დროებით სამედიცინო...

11/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„100% ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს. უნდა მოხდეს არსებული სამედიცინო დაწესებულებების რესურსების მობილიზაცია.

ჯობდა დროებითად (2 თვით) გამოცხადდეს სამედიცინო დაწესებულებების ნაციონალიზაცია საქართველოში, რათა ყველა არსებული სამედიცინო საწოლი და სამედიცინო პერსონალი იქნას მობილიზებული ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ და ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვის ვადით“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2” გადაცემაში განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგება საველე ჰოსპიტლებს.

„წინა ტალღების პერიოდში, მე ვიღებდი მტკიცე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა საველე ჰოსპიტლები, ვინაიდან ეს მოქმედებს როგორც მკურნალობის ხარისხზე, ასევე მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი გუნდიც იზიარებს ამ მოსაზრებას. შედარებით მკაცრი განცხადებები, რომელიც ისმის ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროდან, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ საველე ჰოსპიტლების გახსნა.

ძალიან არასასიამოვნო იქნება კარვებში ამ ყველაფრის ნახვა და ღია სივრცეებში, შესაბამისად მაქსიმალურად ვეცდებით შერჩეული იყოს ისეთი სივრცე, სადაც მინიმალური და ფსიქო-ემოციური ზეწოლა მოსახლეობაზე და მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი, როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. ამ ეტაპზე ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცის შერჩევა,” – განაცხადა ტიკარაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page