top of page

„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი“

11 ოქტომბერი, 2021

პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ „ფორტუნას” გადაცემაში – „კვირის თემა” განაცხადა:

„საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა. ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც დაბალეფექტიანი ვაქცინებითაა აცრილი ჩინურებით და „ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება, „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით აიცრან. დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“. ვიმედოვნებ, ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ“.

გადაცემის წამყვანის, ნინი ხუგაშვილის შეკითვაზე: -„მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”

ამ კითხვის საპასუხოდ, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა: „თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი. თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page