02/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
ჟურნალისტი - ელენე გოგბერაშვილი
სტუმარი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე
კლინიკები საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მისაღებად ემზადებიან;
რა გზის გავლა მოუწევთ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად?
რა ღირს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კლინიკებში;
რას შეცვლის აკრედიტაციის პროცესი ჯანდაცვის სექტორში;
- კლინიკაში პაციენტის დაყოვნების დრო რამდენია? ადამიანური რესურსი, - ექთნების, სანიტრების, საწოლების მიხედვით როგორ არის გადანაწილებული? თქვენი ორგანიზაცია რა ტიპის საკითებს უყურებს?
- ჩვენი ორგანიზაცია პროცესებს უყურებს გლობალურად. ვაღიაროთ, რომ საქართველოში გვაქვს გამოწვევები. კანადაში რაც არსებობს, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ, - არ იმუშავებს.
ჩვენ ვუყურებთ, რა შეიძლება გაკეთდეს არსებული რესურსებით, რა არის უსაფრთხო პაციენტისათვის.
კარგი იქნება, მაგალითად, თითო საწოლზე იყოს ენ რაოდენობის ექთანი, მაგრამ როდესაც არ გყავს ექთანი, მაშინ როგორ იქცევი? შენ გაქვს ლამაზი სტანდარტი, მაგრამ იმ სტანდარტის მიხედვით, ვერ აკმაყოფილებ, რადგან ფიზიკურად არ გაქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი.
კანადა აკრედიტაცია ამბობს, - გვაჩვენე გამოსავალი, - მინიმალური რესურსებით როგორ იქნება პაციენტი უსაფრთხოდ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უნდა გქონდეთ ლამაზი პროცედურები. კი, შენ გაქვს ფინანსური ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის პრობლემა, ადამიანური რესურსის პრობლემა, - მესმის, მაგრამ დაგვანახე, როგორ ახერხებ ამ დროს პაციენტის უსაფრთხოებას.
შეიძლება, საავადმყოფოს, რომელსაც ეს ნაკლოვანებები აქვს, თქვას, რომ ჭირდება ერთი საათი, ან ჭირდება ორი საათი. აკრედიტაცია კანადა აღიარებს ამას, პაციენტი თუ არის უსაფრთხოდ ამ ორი საათის განმავლობაში, ჩვენ ვამბობთ თანხმობას იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია პროცესი და არა ქაღალდომანია, სტანდარტების ამობეჭდვა და თაროებზე შემოდება, რომელაც არავინ იყენებს და არანაირ შედეგს არ აძლევს პაციენტს.
პაციენტისთვის მთავარია, ის იყოს აბსოლუტურად დაცული. აკრედიტაცია კანადას გავლის შემდეგ, პაციენტს ეცოდინება, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, ის არის ისეთივე უსაფრთხოდ, როგორც დუბაის საავადმყოფოში, როგორც ქუვეითის საავადმყოფოში, როგორც ბრიუსელში საავადმყოფოში და სხვა...
არის ზოგიერთი საავადმყოფო, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგალითად, კლინიკა ინოვა, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს მონაწილეობა აკრედიტაცია კანადაში.
ჩვენი ორგანიზაცია უყურებს ხარისხს. ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ ვიყოთ მონოპოლისტები საქართველოში, ვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე. 13-მა ორგანიზაციამ უკვე მოაწერა ხელი ჩვენთან თანამშრომლობას. ესენი არიან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საავადმყოფოები საქართველოში, რომლებმაც გადაწყვიტეს, იმუშაოს ხარისხზე.
გეტყვით რატომაც...
პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც აღიარებულია გლობალურად, - ეს არის საერთაშორისო სტანდარტები. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვმუშაობთ სხვადახვა საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიასთან.
მაგალითად, როდესაც ტურისტი, ბიზნესმენი ჩამოვა საქართველოში და დაჭირდება სამედიცინო დახმარება, მისი სადაზღვევო კომპანია პირველ რიგში უყურებს აკრედიტებულ საავადმყოფოს, თუ საავადმყოფო არ არის აკრედიტებული, შეიძლება, არც აუნაზღაუროს, მესამე არის სამედიცინო ტურიზმი.
აკრედიტაცია კანადა საკმაოდ აქტიურად არის ჩართული სამედიცინო ტურიზმის სფეროში და ეს აღიარებულია გლობალურად. თქვენ თუ გინდათ სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ესეც არის ერთ-ერთი სდანდარტი და ბოლოს სამედიცინო განათლებაშიც ბევრი ქვეყანა არ აღიარებს სამედიცინო დიპლომებს.
იქ არის ორი კრიტერიუმი. ერთი არის განათლების კუთხით და მეორე, - შენი ბაზები. შენი საავადმყოფო თუ არ არის აღიარებული ცნობილი სააკრედიტაციაო ორგანოების მიერ, შენი სამედიცინო დიპლომი არ იქნება აღიარებული.
სამწუხაროდ, საქართველოში, ერთი მაგალითია, ისრაელიდან წამოსული სტუდენტების დიპლომები არ არის აღიარებული ისრაელში.
გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, ხელი მოვაწერეთ ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან, რომელიც ევროპის უნივერსიტეთნ არის აფინირებული. პრაქტიკულად, დღეიდან ევროპის უნივერსიტეტმა, შეიძლება, მიიღოს სტუდენტები ისრაელიდან, ვინაიდან როდესაც აკრედიტაციის პროცესი იწყება, ევროპის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი უკვე არის აღიარებული ისრაელში.
ასეთი პატარა ნიუანსები აჩვენებს, რომ აკრედიტაცია არ არის მარტო საქართველოს მთავრობის სურვილი. მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა.
პრესტიჟია, რადგანაც შენ გადიხარ საერთაშორისო დონეზე და აჩვენებ პარტნიორებს, რომ ხარ ერთ-ერთი საერთაშორისო დონის საავადმყოფო. ჩემთან არის იგივე პროცესები, იგივე სტანდარტები და რაც მთავარია, პაციენტების უსაფრთხოება, როგორიც არის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში...
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად „აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს
ლინკი -
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments