top of page

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD) - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი

30/05/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD), შეირჩა გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების კომიტეტის (IAP) წევრად, რომელიც წარმოადგენს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის ნაწილს. კომიტეტი მუშაობას შეუდგა გასული წლის სექტემბერში და მის მიზანს წარმოადგენს 2030 მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელება.


სტრატეგია ეფუძნება 15 წლიან განვითარებას, ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში და დღეისათვის წარმოადგენს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ყველაზე გავლენიან გლობალურ მოძრაობას. გამომდინარე იქიდან, რომ მდგრადი განვითარების მიზნების ახალი ფორმატი ორიენტირებულია შედეგებზე, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია რეალური ქმედებები, ანგარიშვალდებულების საბჭო წარმოადგენს მიზნების მისაღწევ ცენტრალურ სტრუქტურას.


დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს მანდატი მოიცავს პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და აქედან გამომდინარე აქტივობების განხორციელებას.


გიორგი ფხაკაძე უერთდება სხვადასხვა რეგიონის ადამიანის უფლებათა, ჰუმანიტარული დარგის და სტატისტიკის გამორჩეულ ექსპერტებს. ექსპერტების ჯგუფი შედგება: სანია ნიშტარ (Sania Nishtar), თავმჯდომარე, პაკისტანიდან, კარმენ ბარროსო (Carmen Barroso) ბრაზილიიდან, პალი ლეოლა (Pali Lehohla) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ელიზაბეტ მასონ (Elizabeth Mason) დიდი ბრიტანეთიდან, ვინოდ კ. პაულ (Vinod K. Paul) ინდოეთიდან, დაკშითჰა ვიკრემარათნე (Dakshitha Wickremarathne) შრილანკიდან, ალისია ელი იამინ (Alicia Ely Yamin) აშშ-დან. მეცხრე საბჭოს წევრი ჯერ არ დასახელებულა.



გიორგი ფხაკაძე მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით რიგ რეგიონებში (სამხრეთ აზია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა). მან ჩაატარა ექსპერტიზა გაეროს რამდენიმე სააგენტოს, გლობალური ფონდის (GFATM), ევროკავშირის, საერთაშორისო კერძო საკონსულტაციო კომპანიების, რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოებისათვის საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა და პოლისების შემუშვებასა და იმპლემენტაციისათვის.


გიორგი ფხაკაძე წარსულში იყო დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი, გლობალური ვაქცინაციის კავშირის (GAVI) წევრი და გლობალური ფონდის (GFATM) მიზნებისათვის ტექნიკური მიმოხილვის საბჭოს წევრი. 2007 წლიდან იგი არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოცირებული პროფესორი და 2015 წლის აპრილიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ არჩეული იქნა ინფექციის კონტროლის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრად. გიორგი ფხაკაძეს გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი და სტატია საერთაშორისოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ანთროპოლოგიაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page