top of page

„რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი“

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

13/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა გადაცემაში "ქრონიკა" - განაცხადა:


„სამინისტროს გააჩნია მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც დეტალურად აღირიცხება, რა სერვისებს აწვდიან კლინიკები პაციენტებს. ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თუ კი რაიმე დარღვევა ან გადაცდომა დაფიქსირდება, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან“.


მისი თქმით, DRG სისტემის ამოქმედებიდან დღემდე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო, რამდენიმე კლინიკას, საერთოდ შეუჩერდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმწოდებლის სტატუსი.

„უწყების მთავარი ამოცანა მოსახლეობის დაცულობის გაზრდა, დანახარჯების და თანაგადახდის წილის შემცირებაა, დაფინანსების DRG მოდელი კი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში, ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

DRG-ის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული და სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა;

საქართველოში დანერგილ DRG მოდელს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს, ეს ნიშნავს, რომ რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს;

წლის ბოლომდე, DRG დაფინანსების სისტემა გაფართოვდება და მოიცავს იმ სერვისების დაფინანსებას, რომლებიც მსოფლიოშია აპრობირებული - მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


122 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page