24/09/2021
„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.
საკმაოდ შთამაგონებელ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…
ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები. ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – “გრძელი კოვიდის” პაციენტებში. მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია. სამედიცინო პერსონალი დაიღალა. სამედიცინო აპარატურა დაიღალა ყველა დაიღალა. უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:
ალერგიული ხარ?! – აიცერი დიაბეტი გაქვს?! – აიცერი გული გაწუხებს?! – აიცერი ვენები გაწუხებს?! – აიცერი ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი ჰერპესი გაქვს?! – აიცერი ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments