top of page

რატომ არის ეს ძალზე შემაშფოთებელი ? – „დიდი მადლობა …. მართლა დავიღალეთ ამდენი არა ადექვატური...

22/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„დიდი მადლობა …. მართლა დავიღალეთ ამდენი არა ადექვატური ინფორმაცით“, – წერს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

უკვე მერამდენე კვლევაა რომელიც აჩვენებს ანტიგენის სწრაფი ტესტის “ცრუ უარყოფითი” რეზულტატების მაღალ (>50%) პროცენტს. რატომ არის ეს ძალზე შემაშფოთებელი ?

დღეს ე.წ. რისკჯგუფების უმეტესობა იტესტება ანტიგენის სწრაფი ტესტებით. საქართველოში არავის გადაუმოწმებია ამ ტესტების სიზუსტე. არ ვიცით ანტიგენის სწრაფი ტესტით უარყოფით რეზულტატებიდან რა ნაწილია ცრუ უარყოფითი, ანუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული და კოვიდ-19 გამავრცელებელი “ოფიციალურად” არაინფიცირებულებს შორის.

ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, როდესაც ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი რეზულტატები შეამოწმეს PCR-ტესტირებით, 52% ინფიცირებული აღმოჩნდა. აშშ-ში ჩატარებული კვლევით – 54.5%.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცრუ უარყოფით რეზულტატების მაღალ პროცენტი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას. The high proportion of false-negative antigen tests (54.5%) may have public health implications. ნახეთ: https://www.jpeds.com/article/S0022-3476(21)00034-2/fulltext?fbclid=IwAR3UpnuVCsHPRNthx_zkg0iWbtbfvE9tAIs3QyGgu4BaFBDexUZwmaGPl40



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

рофессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page