06/03/2021
„ქვეყანაში საზღვრები ღიაა, აეროპორტები ღიაა, ადამიანები დაფრინავენ. აბა, მეორე ტალღა როგორ დაიწყო? ციდან კი არ ჩამოსულა ვირუსი. ადამიანმა იმოგზაურა, ჩამოიტანა ვირუსი და ასე წავიდა და წავიდა. მესამე ტალღის რატომ გვეშინია, გეტყვით. ნოემბერში მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი დაინფიცირდა – ვირუსს აქვს 5 თვიანი ცირკულაცია, ხელახალი დაინფიცირება უკვე ვირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგ შესაძლებელია, 5 თვის მერე თქვენი იმუნიტეტი იკარგება. ვინც ნოემბერში იყო ავად, აპრილში ის ღიაა რეინფიცირებისთვის. ადამიანი ვინც ერთხელ დაინფიცირდა, ფიქრობს, რომ მას აღარაფერი დაემართება და აქვს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება. მოსახლეობაც დაიღალა ამდენი ხანი ჩაკეტვით, დეპრესიული ფონია აწეული. ასევე ქრონიკული დაავადებების რიცხვია მომატებული ქვეყანაში. დაღლილობა, ცუდი კვება, ქრონიკული დაავადებები, დაქვეითებული იმუნიტეტი (ისედაც ქვეითდება იმუნიტეტი ზამთრის შემდეგ) 5 თვიანი ციკლურობა ვირუსის – ამ ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშაა. ამას კიდევ ემატება სიურპრიზი, ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე გავრცელებულია ევროპაში, ჟენევაში ახალ ინფიცირებულთა 80 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. იმიტომ იკეტება ქვეყნები, რატომაა, აბა, საფრანგეთი ჩაკეტილი? ბრიტანული შტამი ძალიან გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ახალგაზრდებშიც. ძველი ვირუსიც ვრცელდებოდა, სხვათა შორის ახალგაზრდებში. ძველი ვირუსი ძალას კარგავს, რაც აისახება სტატისტიკაზე, მაგრამ ბრიტანული შტამი უნდა განვიხილოთ როგორც ახალი ვირუსი, გამოდის, ორი ვირუსი გვაქვს, ჩვენ ჯერ ძველ ვირუსს როგორ მივხედოთ, იმას ვერ მივხვდით და უკვე ახალი მოდის, რომელიც შეეგუა ადამიანს, შეხორცდა და უკეთ ვრცელდება. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსს, მაგრამ ვირუსმა დაგვასწრო და ის შეეგუა ადამიანებთან ცხოვრებას. რატომ „მოდის“ კოვიდი საღამოს 9 საათის მერე მაინცდამაინც? – ძალიან მარტივად გიპასუხებთ, რატომ „მოდის“ 9 საათზე კოვიდი, ისე, საფრანგეთში რატომ „მოდის“ 6 საათზე ხომ არ იცით? რა ხდება სინამდვილეში – ამთავრებენ ადამიანები სამუშაო დღეს და მიდიან მერე ან რესტორანში, ან ერთმანეთთან სტუმრად, არ იცავენ დისტანციას, ვახშმობენ ერთად – ამ შემთხვევაში, საღამოს საათებში გადაადგილების აკრძალვა საუკეთესო ხერხია, შეკრებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, წყვილი წავიდა სავახშმოდ, წაიყვანა თან ორი მეგობარი, დახვდა მასპინძელი წყვილი თავისი ორი მეგობრით, რამდენი კლასტერი გამოდის? არ დაგავიწყეთ, რომ თითოეულს თავის მხრივ ჰყავს ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ. ამიტომაა აუცილებელი ხალხს კარგად განუმარტო, რას რატომ აკეთებ, მაგრამ ელემენტარულად სპიკერიც არ გვყავს. მეცნიერულ ენაზე საუბარი არ არის საჭირო ხალხთან, აუხსნან გასაგებ ენაზე. ყველანი დავიღალეთ, მესმის, ყველანი დავზარალდით და მეც დავზარლდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული მაგალითი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments