top of page

რატომ არის საშიში მესამე ტალღა, რატომ “მოდის” კოვიდი 21 საათის შემდეგ და რას ნიშნავს ვირუსთან...

05/03/2021

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი გიორგი ფხაკაძე.


– ახლა კი მოიხსნა რიგი შეზღუდვები, მაგრამ ჩაკეტილ ქვეყანაში დაგვიანონსეს მესამე ტალღა და როგორ ხდება, ბატონო გიორგი, ჩაკეტილ ქვეყანაში ვირუსის ასე გავრცელება, რომ ტალღას ველოდოთ?


– ძალიან მარტივად. ქვეყანაში საზღვრები ღიაა, აეროპორტები ღიაა, ადამიანები დაფრინავენ. აბა, მეორე ტალღა როგორ დაიწყო? ციდან კი არ ჩამოსულა ვირუსი. ადამიანმა იმოგზაურა, ჩამოიტანა ვირუსი და ასე წავიდა და წავიდა.


მესამე ტალღის რატომ გვეშინია, გეტყვით. ნოემბერში მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი დაინფიცირდა – ვირუსს აქვს 5 თვიანი ცირკულაცია, ხელახალი დაინფიცირება უკვე ვირუსის გადატანიდან 5 თვის შემდეგ შესაძლებელია, 5 თვის მერე თქვენი იმუნიტეტი იკარგება. ვინც ნოემბერში იყო ავად, აპრილში ის ღიაა რეინფიცირებისთვის. ადამიანი ვინც ერთხელ დაინფიცირდა, ფიქრობს, რომ მას აღარაფერი დაემართება და აქვს უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება.


მოსახლეობაც დაიღალა ამდენი ხანი ჩაკეტვით, დეპრესიული ფონია აწეული. ასევე ქრონიკული დაავადებების რიცხვია მომატებული ქვეყანაში. დაღლილობა, ცუდი კვება, ქრონიკული დაავადებები, დაქვეითებული იმუნიტეტი (ისედაც ქვეითდება იმუნიტეტი ზამთრის შემდეგ) 5 თვიანი ციკლურობა ვირუსის – ამ ყველაფერს ერთად თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშაა.


ამას კიდევ ემატება სიურპრიზი, ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე გავრცელებულია ევროპაში, ჟენევაში ახალ ინფიცირებულთა 80 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული. იმიტომ იკეტება ქვეყნები, რატომაა, აბა, საფრანგეთი ჩაკეტილი? ბრიტანული შტამი ძალიან გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ახალგაზრდებშიც. ძველი ვირუსიც ვრცელდებოდა, სხვათა შორის ახალგაზრდებში.


ძველი ვირუსი ძალას კარგავს, რაც აისახება სტატისტიკაზე, მაგრამ ბრიტანული შტამი უნდა განვიხილოთ როგორც ახალი ვირუსი, გამოდის, ორი ვირუსი გვაქვს, ჩვენ ჯერ ძველ ვირუსს როგორ მივხედოთ, იმას ვერ მივხვდით და უკვე ახალი მოდის, რომელიც შეეგუა ადამიანს, შეხორცდა და უკეთ ვრცელდება. ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა შევგუებოდით ვირუსს, მაგრამ ვირუსმა დაგვასწრო და ის შეეგუა ადამიანებთან ცხოვრებას.


– ძალიან ბევრი ისევ და ისევ სვამს ამ კითხვას, რატომ „მოდის“ კოვიდი საღამოს 9 საათის მერე მაინცდამაინც?


– ძალიან მარტივად გიპასუხებთ, რატომ „მოდის“ 9 საათზე კოვიდი, ისე, საფრანგეთში რატომ „მოდის“ 6 საათზე ხომ არ იცით? რა ხდება სინამდვილეში – ამთავრებენ ადამიანები სამუშაო დღეს და მიდიან მერე ან რესტორანში, ან ერთმანეთთან სტუმრად, არ იცავენ დისტანციას, ვახშმობენ ერთად – ამ შემთხვევაში, საღამოს საათებში გადაადგილების აკრძალვა საუკეთესო ხერხია, შეკრებების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, წყვილი წავიდა სავახშმოდ, წაიყვანა თან ორი მეგობარი, დახვდა მასპინძელი წყვილი თავისი ორი მეგობრით, რამდენი კლასტერი გამოდის? არ დაგავიწყეთ, რომ თითოეულს თავის მხრივ ჰყავს ოჯახის წევრები, თანამშრომლები და ა.შ.


ამიტომაა აუცილებელი ხალხს კარგად განუმარტო, რას რატომ აკეთებ, მაგრამ ელემენტარულად სპიკერიც არ გვყავს. მეცნიერულ ენაზე საუბარი არ არის საჭირო ხალხთან, აუხსნან გასაგებ ენაზე. ყველანი დავიღალეთ, მესმის, ყველანი დავზარალდით და მეც დავზარლდი კორონავირუსით. ჩვენ უნდა აგვერჩია ორი მაგალითიდან – ისრაელის ან ჩინეთის მაგალითიდან ერთ-ერთი, მაგრამ ავირჩიეთ მესამე – ქართული მაგალითი.


– ისრაელის მაგალითი ვიცი, ვაქცინაციაა და ჩინეთის მაგალითი რომელია?


– უყურებენ პრობლემებს სახეში, აღიარეს პრობლემები, დაინახეს და ებრძვიან. ცხოვრობენ ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით.


– და ქართული გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ეგ რომელია?


– ქართული გზაა – გავხსენით ყველაფერი და მივდივართ წინ. 2021 წელს საქართველოს ვაქცინაცია არ მოხდება. ქვეყნის ვაქცინაცია ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი უნდა იყოს აცრილი, მოსახლეობის 10 და 20 პროცენტის აცრა, არ ნიშნავს ვაქცინაციას. მე რასაც ვუყურებ, იმედი გადამეწურა, რომ 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია მოხდება. ამას ემატება მძიმე მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებში.


რუსეთში დიქტატურაა და გაურკვეველი ვაქცინა, თურქეთმა აცრა დაიწყო ჩინური ვაქცინით, რომელიც 50 პროცენტით გიცავს, სომხეთში ომია, აზერბაიჯანშიც არ არის დემოკრატიის კუთხით მთლად კარგად საქმე – ყველგან საშიშროებაა. ვაქცინა არ გვაქვს, მდგომარეობა მძიმეა და ვუყურებ, გამოდის დურგალი და მელაპარაკება მიკრობიოლოგიაზე – აი, ეს არის ქართული გზა.


– ისრაელმა მთელი მოსახლოებისთვის შეიძინა ვაქცინა, დაიწყო ვაქცინაცია და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ისევ უნდა აცრას მოსახლეობა, რადგან ამაზე დიდხანს იმუნიტეტი არ ექნებათ. საქართველოში ველოდებით ვაქცინას რამდენიმე ეტაპად, საუკეთესო ვარიანტში, წელს აიცრება მოსახლეობის 30 პროცენტი, დავუშვათ, მაქსიმუმ, მომავალ წელს, ამ 30 პროცენტს განმეორებითი აცრა ხომ დასჭირდება? ვის აცრიან მომავალ წელს, იმ 30 პროცენტს, სხვა 30 პროცენტს, წრეზე ვივლით, თუ როგორ გაგრძელდება ცხოვრება?


– ეგაც არავინ იცის ჯერ ზუსტად, რამდენ ხანში დასჭირდება ისევ აცრა და დასჭირდება თუ არა. ვაქცინაციაზე პასუხი გვექნება აგვისტოში. მთელმა დედამიწამ უნდა გადაუხადოს ისრაელს მადლობა, იმისათვის, რასაც ის აკეთებს, ვერც ერთმა ქვეყანამ ეს ვერ მოახერხა. მთელი ქვეყნის ვაქცინაცია ხდება, ეს არის უდიდესი თავგანწირვა, წარმოიდგინეთ, უზარმაზარი კლინიკური კვლევა ტარდება ახლა ისრაელში.


ვაქცინის ეფექტიც და უკუჩვენებაც, ალერგია რამდენს ექნება, თუ რამდენად მარგებელი იქნება, ყველაფერი გამოჩნდება აგვისტოში. ზოგი ჭირი მარგებელია-მეთქი, ადრეც ვთქვი ვაქცინაციაზე და დამესივნენ – ასეა, არც ერთ ვაქცინაზე არ არის ჯერ ბოლომდე კვლევები დასრულებული, მათი გამოყენების უფლება ქვეყნებს მისცეს გადაუდებლობიდან გამომდინარე. სანამ საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება, ისრაელის მაგალითსაც შევხედავთ, მეტი კვლევაც დაიდება, მეტი ინფორმაცია გვექნება და მანამდე გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხელების დაბანის წესი.


„ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინას ვიხილავთ მალე და უდიდესი ამბავია, ერთი დოზა იქნება, არ სჭირდება განსხვავებული ცივი ჯაჭვი, ძალიან კარგი ამბავია. ზოგადად, 2021 წელი მსოფლიოში იქნება ვაქცინის და წამლის წელი.

თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page