top of page

რატომ არ გაიზარდა ახალ წლის მერე ინფიცირებულთა რიცხვი? – “მგონი, ეს აღარავის ახსოვს!”

28/01/2021

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


– ექიმები, ექსპერტები აანონსებდით ახალი წლის მერე ინფიცირებულთა მატებას, თუმცა, ასე არ მოხდა საბედნიეროდ და რატომ? იმიტომ, რომ უკვე საკმაოდ ბევრმა გადაიტანა რეალურად ვირუსი? თუ რამე სხვა მიზეზია?


– გულისხმობთ 24 დეკემბერს რომ გაიხსნა მაღაზიები, ხო? და რა მოხდა კიდევ 24 დეკემბერს, თუ გაიხსენებთ? მგონი, აღარავის ახსოვს! 24 დეკემბერს ჩვენ უკვე გვქონდა ე.წ. „ფხაკაძის პირბადე“ და პირბადის ფასის ჩამოწევა შევძელით 20 თეთრამდე. მოსახლეობამ შეძლო სამედიცინო პირბადის ყიდვა, იმ ერთადერთი პირბადის, რომელიც ვირუსისგან რეალურად გვიცავს, უამრავი ნახვა ქონდა ჩემ ვიდეოებს და მგონი, მოვახერხე ყველასთვის მიმეწვდინა ხმა, რომ მხოლოდ სამედიცინო პირბადე უნდა გამოვიყენოთ.


სხვა პირბადე არ გვიცავს, კიდევ გავიმეორებ და ისევ ველოდები, რომ აიკრძალოს იმ პირბადეების გამოყენება პანდემიის საწინააღმდეგოდ, რომელიც არ იცავს რეალურად ადამიანს.


აი, ამიტომ არ გვქონდა ამ დღეების ეფექტი, ადამიანებმა შეძლეს პირბადის ყიდვა! ეს იყო სულ! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფრის გახნა შეიძლება, ტრანსპორტის, სკოლების, ფიტნეს დარბაზების – ყველაფრის, თუ პირბადეს გავიკეთებთ, დისტანციას დავიცავთ და ჰიგიენას.


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page