12/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ხომ ვამბობდი, – ნუ ვჩქარობთ, ფრთხილად ვიყოთ!…. და რა? ვინ გიჯერებს…
მსოფლიოში ყველაზე „ვაქცინირებული“ ქვეყანა სეიშელის (Seychelles) კუნძულები, სადაც მოზრდილი მოსახლეობის 62.2% ვაქცინირებულია (შედარებისთვის ისრაელი 55.9%) ძირითადად (59%) ვაქცინირებულია სინოფარმით (Sinopharm), (გაერთიანებული ემირატების საჩუქარი), და 41% „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 2021 4 მაისს დაიკეტა სრულიად კარანტინზე … ვერ აკონტროლებენ ვირუსის ….
რა თქმა უნდა, ნაადრევია დასკვნების გაკეთება, მაგრამ როგორც ადრე ვსაუბრობდი და ჩემი ვარაუდი უკვე „პრაქტიკაში“ ხორციელდება, ჩინური ვაქცინა დამზადებულია „ჩინურ“ ძველ ვირუსზე. „ბრიტანული“ შტამის წინააღმდეგ ჩინური „ტრადიციული“ სინოფარმის ვაქცინა, სავარაუდოდ, არ მუშაობს, სხვა შტამებზე ხომ საერთოდ…
გაერთიანებული ემირატებმა (სინოფარმის დიდი მომხმარებელი) უკვე დაიწყო სინოფარმის მესამე დოზის ადმინისტრირება, ვინაიდან ორი დოზა არ არის საკმარისი“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments