30/10/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც ასახულია რუსეთში არსებული მძიმე ეპიდვითარება. ირკვევა, რომ ქვეყანაში დღითიდღე ვირუსს მეტი და მეტი ადამიანი ეწირება, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასაც უჩივიან.
ამ ყველაფრის ფონზე, ადამიანები არ იცავენ მსოფლიოში დადგენილ წესებს, რითაც ვირუსის გავრცელებას შეზღუდავენ. ფხაკაძის თქმით, საქართველოში მსგავსი სცენარი განვითარდება, თუ შესაბამისს ზომებს არ მივიღებთ.
„ეს იქნება საქართველოში 2-3 კვირაში. გეყოთ პოლიტიკა, მიხედეთ საქმეს. ხვალიდან: გადავიდეთ „ფაიზერის“ ვაქცინაზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, კოვიდ საშვი მხოლოდ „ფაიზერით“ აცრილებისთვის, მოსახლეობის 90% უნდა იყოს აცრილი.
თავს ნუ ვიტყუებთ, ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოკდაუნისკენ“, – წერს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments