22 თებერვალი, 2022
„გილოცავთ, დღეს, საქართველოშიკოვიდიოფიციალურადდამთავრდა
საქართველოში ფაქტიურად მოხსნეს ყველა რეგულაცია: არაკოვიდსასტუმრო, არადეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა…. საქართველო გუგუნებს
არადა, სინამდვილეში ერთი დიდი კოვიდსასტუმროა მთელი ქვეყანა.
ჯანმრთელობას გისურვებთ …
P.S : დღეს 45 ადამიანი რომ გარდაიცვალა, მათ გრიპი აიკიდესთუ სუსტი ვირუსი (არანაირიჩარევარომ არ უნდა, ისეთი “უწყინარი” ვირუსირომაა)?! “დასასრულისდასაწყისი” ძალიანმძიმე რომ გამოდგა, ატყობთ?! … ისე, რაც დღეს ხდება, სირცხვილია … მაგრამსირცხვილიამ ქვეყანაშიმოსული “პონტია”, – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო.
1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები – ე.წ. კოვიდ-სასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ასევე უქმდება თერმოსკრინინგისa და ჟურნალის წარმოება, დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის საშუალებით მომსახურება გაუწიონ სტუმრებს“,
ასევე თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოება, დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის საშუალებით, მომსახურება გაუწიონ სტუმრებს;
-„უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება. უქმდება დეზობარიების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ მათ სტუმრებს. უქმდება დეზობარიების ქონის ვალდებულება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
1-ლი მარტიდან, სოციალური ღონისძიებების, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა დაშვებული გახდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით:
-„მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე და ღია სივრცეში პირთა რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე არსებული 10-ის ნაცვლად.
რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, იგივე ლოგიკით, რაც ჩამოვთვალე, დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი და ღია სივრცეში 15 ადამიანი, შეიძლება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, წვეულება, დაბადების დღე, ქელეხი და ასე შემდეგ“,
1-ლი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო მხოლოდ 67 ქვეყნით, შეძლებს შემოსვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება PCR ტესტიც. შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით – ვაქცინაცია და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი;
„შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით – ვაქცინაცია და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი“,
15 მარტიდან, დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვუს გარეშე. მოიხსნება არსებული შეზღუდვა, რომელიც 60-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავდა;
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ტესტის პასუხი და არ არიან აცრილები, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციის დრო 5-დღემდე შეუმცირდათ.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს, „ბორჯღალოსნების“ მატჩს რუსეთთან მაყურებლების 50% დაესწრება.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ყოველკვირეული სხდომების ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭო ყოველ 2 კვირაში ერთხელ შეიკრიბება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით:
-„ამიერიდან, საბჭოს სხდომები 2 კვირაში ერთხელ გაიმართება. დღეიდან, საბჭო ორკვირანი მუშაობის რეჟიმზე გადადის. როგორც იცით, საბჭო ყოველკვირეულად იკრიბებოდა. დღეიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ორ კვირაში ერთხელ გაიმართება“.
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments