top of page

„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“

26/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, ახალი ვარიანტის შესახებ წერს. მისი თქმით, ახალი ვარიანტი დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი შეიძლება იყოს.


„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირ…

„გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელია „ნუ“ Nu.

სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია.

ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ 6 ქვეყანაში (ბოტსვანა, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, ზიმბაბვე) და შორეულ ჰონგკონგში

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!

ძალიან სწრაფად ვრცელდება

საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს

შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში

არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.

რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…:(

რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროებთ თქვენს “განათლებულობას”).

რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა:

დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან, ზიმბაბვედან, და ჰონკონგიდან

რა უნდა გააკეთოთ თქვენ:

მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page