23/07/2021

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი საცურაო აუზში- ამ კითხვით სოციალურ ქსელში გამომწერებმა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, გიორგი ფხაკაძეს მიმართეს.
როგორც პროფესორი განმარტავს, საცურაო აუზში კორონავირუსის გადაცემის ალბათობა დაბალია. თუმცა საცურაო აუზები განსაკუთრებულად უნდა იყოს მოწესრიგებული. რაც წყალის სისუფთავეს და ქიმიური მინარევების სწორ გადანაწილებას გულისხმობს.
კვლევებით ცნობილია, რომ ერთ ლიტრ წყალზე 1,5 მგ ქლორის დამატება კორონავირუსის გავრცელების ალბათობას 1000-ჯერ ამცირებს და ის 30 წამის შემდეგ ქრება.
გარდა ამისა, გიორგი ფხაკაძე მეგობრებს მიმართავს, აუზსა თუ გარე კაფეებში დაიცვან დისტანცია და მოერიდონ ხალხმრავლობას. აუზში პირბადე საჭირო არაა.
პროფესორისგან მოულოდნელი იყო მიმართვა, რომ არ გაირიჯონ ძალიან.
„ზოგს რომ ჰგონია რუჯი კარგია და უფრო ლამაზია, ასე არაა. რაც უფრო თეთრები ხართ, უფრო ლამაზები ხართ“,- დასძინა გიორგი ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Commentaires