top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვაქცინას – ასტრაზენეკა შემოვიდა საქართველოში…“-გიორგი ფხაკაძე

14/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს – რა პოზიტივი მოაქვს ზოგადად, ვაქცინას:


„მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს – საქართველოში ჩამოვიდა ვაქცინა, ეს ნამდვილად კარგი ამბავია.


ზოგადად, ვაქცინაცია არის უდიდესი სიკეთე. მედიცინაში ამაზე დიდი სიკეთე არ არსებობს. თუ ხარ ექიმი, შეუძლებელია ექიმი იყოს ანტივაქსერი, შეუძლებელია, ექიმი იყოს ვაქცინის წინააღმდეგი.ასეთი აბსურდი არის საქართველოში. ექიმი არის ის ადამიანი, რომელიც ავრცელებს სწორ ინფორმაციას, – ეუბნება პაციენტებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.


სამწუხაროდ, საქართველოში ექიმები ცოტა ჩამორჩნენ განათლებას. ახლა დამესევიან ექიმები. ექიმი როცა ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას და ვაქცინა არის ცუდი. ყველას აქვს შეცდომის უფლება, მაგრამ ექიმს ამ საკითხში – არა!


რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვაქცინას – ასტრაზენეკას, რომელიც შემოვიდა საქართველოში.


ათასობით ადამიანი მწერს, გავიკეთო თუ რა ვაქცინა?!


პირველ რიგში, ასტრაზენეკას ვაქცინას აქვს თანხმობა სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, მაგრამ ყველა ეს თანმხობა არის დროებითი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინამ გაიარა რაღაც ეტაპები, არის უსაფრთხო, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველა წამალს სჭირდება დრო. დროს ვერავინ იყიდის, მილიარდელიც რომ იყო. ეს დრო ჯერჯერობით გასული არ არის, რომ ბოლომდე ვიცოდეთ, რა ეფექტი აქვს და როგორ მუშაობს. ვიცით, რომ კარგი ვაქცინაა და რაღაც დოზით შველის.


სამხრეთ აფრიკული ვირუსის საწინააღმდეგოდ ასტრაზენეკას ვაქცინა არ ვარგა, აქვს 20% ეფექტურობა. მინდა აგიხსნათ, რა არის ეფექტურობა. ყველა ვაქცინა გადის რაღაც ეტაპებს, აკეთებენ ექსპერიმენტებს კომპიუტერებზე, შემდეგ ცხოველებზე, შემდეგ აკეთებენ უჯრედებზე და შემდეგ აკეთებენ ექსპერიმენტებს ადამიანებზე, რა თქმდა უნდა, მოხალისეებზე. 30 ათასამდე ადამიანზე გააკეთებენ ექსპერიმენტს, ნახავენ, რომ მუშაობს და შემდეგ ამბობენ, – ეს ვაქცინა მეტნაკლებად უსაფრთხო და ეფექტურია. ვაქცინას სჭირდება წლები, რომ ნახავენ, დააკვირდებიან ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს 2-3 წელი, – რა დაემართა, რამე შეიცვალა და ა.შ.


ვაქცინის გაკეთებას საავადმყოფოებში აპირებენ და ეს არის ძალიან კარგი და სწორი მიდგომაა.


რომ გითხრათ, – ასტრაზენეკას ვაქცინა პანაციაა, არ არის პანაცია, რომ გითხრათ, რომ საუკეთესო მაჩვენელი აქვს მსოფლიოში, არ აქვს საუკეთესო. ვთქვათ, ვაქცინა გაიკეთა ასმა ადამიანმა, ამ ასი ადამიანიდან 60 ადამიანი იქნება დაცული, არ დაემართებათ კოვიდი ან დაემართებათ იოლ ფორმებში. 40 ადამიანი დაცული არ იქნება. ვაქცინა არ ნიშნავს, რომ გაიხსნა ქვეყანა და ა.შ. ეს არის ცრუ მოლოდინი.


მე არ ვარ გაეროს თანაშმრომელი, გაეროს თანაშრომელი ხმას ვერ ამოიღებს თავისი უფროსის საწინააღმდეგოდ, მე ვარ გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება. მე შემიძლია ვთქვა ის, რაც მიმაჩნია სწორად.


მაგალითად, გრიპის ვაქცინა მუშაობს 47%-ით. ასი ადამიანი თუ გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, 47 ადამიანი იქნება დაცული.


ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, არის ერთი პლუსი, თუ დაგემართებათ გრიპი, არ იქნება მძიმე ფორმაში.


კოვიდსაწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული მსოფლიოში, არ არსებობს არც ერთი ვაქცინა, რომელიც 100%-ით გაიარა საბოლოო თანხმობა. არც აშშ-ში, არც ევროპაში და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. დაახლოებით 10 ვაქცინაა სხვადასხვა რეგულატორების მიერ დამტკიცებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულია ჯერჯერობით ორი ვაქცინა – ფაიზერი და ასტრაზენეკა.


სიახლეებია ვაქცინების ფონდზე. Johnson & Johnson-მა ევროკავშირიდან მიიღო დამტკიცება. ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, ალბათ, ახლო მომავალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგი ამბავია.


ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი არ არის საპანიკო.


ასტრაზენეკას ვაქცინას ეფექტურობა არის 64%, Johnson & Johnson-ის ეფექტურობა არის 67%, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, ფაიზერი არის ყველაზე კარგი, – 90%-ის ზევით, ეს ნიშნავს რომ 100 კაციდან 90 ადამიანს არ შეხვდება ვირუსი.


რაც შეეხება დანიას. დანიაში გარდაიცვალა ადამიანი. გაიხსენეთ, სკანდინავიაში რამდენიმე პენსიონერი გარდაიცვალა.


გახსოვთ, ყველაზე ჩქარები მსოფლიოში, სოკო რომ ჭამეს, შემდეგ ძაღლს რომ აჭამეს და გაიქცა, კაცი რომ გაუშვეს ძაღლის მოსაძებნად, ძაღლი მანქანამ რომ გაიტანა.


მილიონობით ვაქცინა არის გაკეთებული. ასტრაზენეკას შემთხვევაში ეს არის პირველი. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მიხარია, ასეთი დიდი ყურადღება რომ არის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერთი თვალი კი არა, მილიონი თვალი უყურებს, რამე პრობლემა რომ არ გაიპაროს და რაიმე ცუდი არ იყოს. თითოული დოზის კონტროლი ხდება.


ფაიზერზეც ატეხეს ამბავი და ჩატარდა კვლევა და დაადგინეს ყველაფერი, – მუხუცი იყო და დაიღუპა ასაკის გამო.


მე მგონია, იგივე სიტუაციაა დანიასთან დაკავშირებითაც. კარგია, რომ ყველა ეს ქვეყანა შეშფოთდა და გააჩერეს ვაქცინა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ახალია ვაქცინა… „ბოლომდე არ არის შემწვარი ხაჭაპური“.


რამდენიმე ათეული მილიონი გაკეთდა ასტრაზენეკას ვაქცინა და დაახლოებით 30 ადამიანს ჰქონდა გარკვეული უკუჩვენებები, რომელმაც გაიარა რამდენიმე საათში, რამდენიმე ორი დღე იყო საავადმყოფოში. ეს არაფერი არ არის. იცით, რამდენი ადამიანი იღუპება პარაცეტამოლით? ადამიანია და ბუნება.


აბსოლუტურად ყველა წამალს აქვს უკუჩვენება. არ მესმის იმ ექიმების, რომლებიც ამბობენ, რომ არ გირჩევთ ვაქცინის გაკეთებას ან მოგიწოდებთ ვაქცინის გაკეთებისკენ. ექიმს ევალება და მისი საქმეა, რომ მოგცეს სწორი ინფორმაცია.


საქართველოში, მაგალითად, ქალბატონ ჟუჟუნას გაუკეთეს ვაქცინა და ხუთ დღეში გარდაიცვალა. წარმოგიდგინიათ, რა მოხდება საქართველოში? – ვაქცინა გაუკეთეს და დაიღუპა ქალი.


სწორედ ამიტომ ვამბობ, ჯანდაცვაში ელექტრონული სისტემა არის საჭირო, რომ ვიცოდეთ, რა სჭირდა ამ ქალბატონს, რა გართულებები ჰქონდა, რომ დადგინდეს, ვაქცინით დაიღუპა თუ სიბერემ მოკლა და სხვა… შეიძლება, რაღაცაზე ალერგია დაემართა, ჰქონდა რაიმე ალერგია და ვაქცინას დააბრელებენ, იტყვიან, რა თქმა უნდა, ვაქცინაზე დაემართა ალერგია. ამიტომ არის საჭირო, ყველაფერში იყოს გამჭვირვალობა. რაც უფრო გამჭვირვალეა სისტემა, მით უფრო გულღიად ისაუბრებენ.


ასობით ექიმი მწერს, – „ბატონო გიორგი, მეშინია ვაქცინის გაკეთება!“ სამედიცინო პერსონალს არ აქვს მიწოდებული სწორი ინფორმაცია, სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღონ.


არ დაგავიწყდეთ, – ვაქცინა არის ნებაყოფლობითი. არ არსებობს, ვინმემ დაგაძალოს.


მაგალითად, ვაქცინის შემდეგ ადამიანს გაურთულდა ჯანმრთელობა, როგორ ვადგენთ, ეს იყო ვაქცინის ბრალი, თუ მისი ქრონიკული დაავადების, – დიაბეტის ბრალი?. ამაზე პასუხს ვინ გაგვცემს?! სად არის, ეს სისტემა საქართველოში?! ვინ აკონტროლებს ამას?! ვინ არის პასუხისმგებელი! როგორ უნდა შევისწავლოთ, როდესაც პირველადი ჯანდაცვა რომ არ გაქვთ თქვენ? ეს ერთი.


მეორე, -მოხდა ისე, ღმერთმა დაგვიფაროს და, გარდაიცვალა ვაქცინირებული ადამიანი, აი, როგორც დანიაში მოხდა, რას ვაკეთებთ, ატყდა ერთი ამბავი. ჩვენი მედიცინის კორიფეები გამოვლენ და შეისწავლიან ამ მოვლენას?! მეტი არაა, ჩემი მტერი!


მესამე საკითხია, ეს ადამიანი დარჩა ინვალიდი, ვინ ანაზღაურებს მისი მკურნალობის ხარჯებს? ეს ადამიანი მუშაობდა ჯიხურში, ვეღარ იმუშავებს და ვინ გადაუხდის კომპენსაციას? გაგვეცით პასუხი, ეს ხომ ლეგიტიმური კითხვაა. ათასი ლარის წამლები სჭირდება და კიდევ სჭირდება გამოკვლევები, ყოველ ორ თვეში 2000 ლარის, ვინ გადაუხდის ამ თანხას! გარანტია გვაქვს, რომ სახელმწიფო დააფინანსებს?!..“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page