03/04/2021
დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მწვავედ აკრიტიკებს. მისი თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა არაპროფესიონალიზმთან ერთად დანაშაულია და ამის მოთმენა აღარ შეიძლება. “დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC), გეკითხებით, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა? თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ იგებთ საზოგადოების განწყობებს? ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან? მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღაც მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია! რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით?! ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება! პირდაპირ ვამბობ – NCDC კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა! ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია!”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
コメント