top of page

„რა არის გამოსავალი, ამ მდგომარეობიდან?- „ახალი შტამი უფრო ვრცელდება, უფრო გადამდებია“

03/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ბრიტანეთში სუტუაცია არის საგანგაშო – პრაქტიკულად, ბოლო რამდენიმე კვირა, არის „ვირუსის აფეთქება“, ქვეყანა ჩაკეტილია, ყველაფერი დახურულია.

ყველა ვირუსს ახასიათებს, ზოგადად, მუტაცია. ბევრი ვირუსი 2-3 წელიწადში გაქრა. მუტაცია კარგია, მუტაციის შედეგად ქრებიან. რამდენიმე წლის წინ იყო სარსი და მერსი. მერსი ერთ წელიწადში გაქრა, სარსი ერთ წელიწადში, ვაქცინის და წამლის გარეშე. მუტაციის შედეგად კოვიდი შეიცვალა. თავიდან იყო იფრო აგრესიული.

საქართველოს გაუმართლა, არ არის ისეთი ძლიერი შტამი, ამიტომაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც არ არის მაღალი – ძალიან სასიხარულო და ძალიან კარგია. ახალი შტამი უფრო ვრცელდება, უფრო გადამდებია. საქართველოში 1300 ადამიანი ინფიცირებული როცა იყო, შემდედ ავიდა 500-მდე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო – 50 ადამიანი დღეში. ახალი შტამი არის უფრო აგრესიული, (როცა დღეში იყო 1300 ადამიანი ინფიცირებული), შესაძლებელია, ეს ვირუსი 50%-ით უფრო ვერგია, ერთ დღეში, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში ადამიანების ინფიცირების რაოდენობა გეომეტრიულად აფეთქება ხდება (ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გვაქვს) – 1300 ინფიცირებულიდან, შეიძლება ავიდეს 10 ათასამდე. ახალი შტამი არ იწვევს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს (რეალური ინფორმაცია არავინ იცის), უნდა დაელოდონ, ადამიანი როდის გარდაიცვლება, რომელ ქვეყნებშიც, სადაც ნორმალური ლაბორატორიაა, ნორმალური ჯანდაცვის სისტემაა, ელექტრონული სისტემაა, რომ დაადგინონ, რომელი ვირუსით იყო დაავადებული, რითი გარდაიცვალა ადამიანი (არის მორგში), აკვირდებიან, რა იყო სიკვდილის მიზეზი.

რა არის გამოსავალი, ამ მდგომარეობიდან?

ვინაიდან, ქვეყანაშ არ არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სისტემა, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანია ინფიცირებული ახალი შტამით. ასევე არ ვიცით, რამდენი ადამიანია კოვიდით ინფიცირებული. არ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის გამო. მე როცა მქონდა საუბარი, პრემიერ-მინისტრთან, მინისტრებთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან, ეს საკითხი დავაყენე, ძალიან უხეში პასუხი მივიღე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომ ეს ყველაფერი ვიცითო.

თქვენ ბევრი რაღაც იცით, მაგრამ იმდენი ჩავარდნა იყო, საზღვარი აღარ არის. ვირუსმა არ იცი არც პოლიტიკოსობა, არც ბიზნესმენობა, არც შენი რელიგია. საზღვრები დაკეტილი არ არის და, ვირუსი თუ შემოვა საქართველოში, მარტივი კითხვა მაქვს, საიდან შემოვა?

ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში, – სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში რაც ხდება, ღმერთმა დაგვიფაროს, „აფეთქებაა“ და ჩვენ ვართ ამ „აფეთქების“ შუაგულში“. ვამბობ, რომ უნდა გაკეთდეს „წითელი დერეფნები“. ტრაილერი შემოვიდა რუსეთიდან და მიდის სომხეთში, – დაულუქე მანქანა. იყავით ფრთხილად! ვირუსი არის ძალიან ვერაგი! პირბადე ხომ გავიტანეთ ერთად?!-გავიტანეთ!!!

ახლა, ელექტრონული ბარათები გავიტანოთ!!!

წითელი ზონები გავიტანოთ!!!

მწვანე რაიონები გავიტანოთ!!!


ნახეთ ვიდეო ☝️



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page