top of page

რა არის H3N8 ფრინველის გრიპი, რომლის პირველი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა?

30/04/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს: „ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის, მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, (დადასტურდა 26/04/2022). 28 აპრილს კი ამერიკაში H5N1 ფრინველის გრიპის შტამით ერთი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო პირველი H5N1 შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში იანვარში.


რაც შეეხება ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ (H3N8), ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, სავარაუდოთ, ის დაინფიცირდა 2022 წლის 5 აპრილს, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო (河南省发现一例人感染H3N8禽流感病例).


ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.

რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც 26 აპრილს H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.

რა ვქნათ?

ამჟამად ამ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არის, მაგრამ არსებული სეზონური გრიპის ვაქცინა ნაწილობრივ იცავს მოსახლეობას და რეკომენდირებულია.

ფრინველის გრიპის შემდეგი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ პირებში ინფიცირებიდან ორიდან შვიდი დღის განმავლობაში: ხველა, Ცხელება, Ყელის ტკივილი, Კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, Ჰაერის უკმარისობა, სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, დიარეა ან ღებინება.

ფრინველის გრიპის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი თვალის ინფექციის სიმპტომები.


საქართველოში ჯერჯერობით ფრინველის გრიპის შტამ H3N8 არ დაფიქსირდა და შეშფოთების საფუძველი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიყოთ მზადყოფნაშიშევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით

ჯანმრთელობას გისურვებთ…“ ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში, ჰენანში, დაფიქსირდა ფრინველის გრიპის H3N8 შტამის ინფიცირების შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში მისი გავრცელების რისკი დაბალია, ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, H3N8 გავრცელებულია ცხენებსა და ძაღლებში და ის სელაპებშიც კი არის ნაპოვნი. ადამიანთა შემთხვევები ამ დრომდე არ არის ნაპოვნი მსოფლიოს სხვაგან. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ვარიანტი ნაპოვნი იქნა ოთხი წლის ბიჭში, რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება და სხვა სიმპტომები. გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

(ჯერ ეს წაიკითხეთ და უაზრო კომენტარების წერა მერე დაიწყეთ) http://www.nhc.gov.cn/…/8dbeadf0efed45b0b2ea22928523e28… https://www.forbes.com/…/first-human-case-of-h3n8…/amp/ https://www.lemonde.fr/…/un-premier-cas-humain-de… https://www.ladepeche.fr/…/grippe-aviaire-h3n8-un… https://www.reuters.com/…/china-reports-first-human…/ https://www.euronews.com/…/first-human-case-of-h3n8… https://amp.theguardian.com/…/first-human-case-h3n8… https://nypost.com/…/colorado-inmate-has-first…/ https://www.webmd.com/…/first-human-case-h3n8-bird-flu… https://www.foxnews.com/…/china-first-human-infection… https://www.livescience.com/first-human-case-h3n8-bird-flu https://www.dailymail.co.uk/…/Not-bird-flu-China… https://www.indiatoday.in/…/what-is-h3n8-bird-flu-whose…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


10 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page