16/08/2021

ჩვენი გმირები, ჩვენი ჯარისკაცები, თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?!,-ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ჩვენი გმირები; ჩვენი ჯარისკაცები; თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?! ;
ვინც ხართ მტრის მხარეს, ხართ ქვეყნის და ერის მოღალატეები;
ამ ომში ჯარისკაცების რაოდენობა არ არის საკმარისი და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ჯარს:
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე (2 წლის ასაკიდან აცრილი და აუცრელი ადამიანები).
დარჩით სახლში და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. აიცერით ფაიზერის ვაქცინით რაც შეიძლება მალე.
თხოვნა, ვინც აიცერით ეს არ ნიშნავს რომ აცრის ცენტრიდან პირდაპირ საყვარელთან ან მეგობრებთან საქეიფოდ უნდა წახვიდეთ, აცრა მხოლოდ გეხმარებათ და 100% არ გიცავთ ინფიცირებისგან, შეიგნეთ ეს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments