27/10/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ტვინდემიის პოტენციური საფრთხის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ახლა ტვინდემიაზე ლაპარაკობენ. რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია. აქ ადამიანები არ აიცრნენ კოვიდზე და შენ კიდევ ახალ რაღაცას აკეთებ. მე არ ვიცი ეს ხალხი სად ცხოვრობს. რაც ჩამოვედი საქართველოში, შემოვიარე აჭარიდან კახეთამდე ყველაფერი. დამიჯერეთ, საქართველოში კოვიდი არ არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ Facebook-ზე პოსტების დაწერა არის გამოსავალი, ძალიან ცდებიან. თავს ვიტყუებთ.
ისეთი შეგრძნებაა, რომ ვითომ არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ვაქცინაზე და არა სინოფარმზე, სინოვაკზე და ა.შ. უნდა იყოს ერთი სპიკერი, რომელიც იქნება გენერალი ვაქცინების. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში 10 სპიკერი ლაპარაკობდეს. ერთი ამბობს, რომ ფაიზერს ვადა აქვს გასული, მეორე ამბობს, რომ ჩინურს არ უნდა ბუსტერი და ფაიზერს უნდა.“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ TV პირველის გადაცემაში „შუადღე Live“-ში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments