top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

რა პერიოდულობით უნდა გაიკეთოთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ვადებზე

13/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინებსა და ბუსტერ დოზებზე პოსტს აქვეყნებს. ის რეკომენდაციას naturemedicine-ის სტატიას სათაურით “იმუნიტეტის გაძლიერება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“ უწევს, სადაც გრაფიკულად და ტექსტურად განმარტებულია, რა შემთხვევაში ხდება საჭირო ბუსტერის ანუ მესამე დოზის გაკეთება, რა პერიოდულობით გახდება დამატებითი ვაქცინაცია საჭირო და ა.შ.

“საკმაოდ საინტერესო სტატიაა ბუსტერებთან დაკავშირებით.

გრაფიკაში ნათლად ჩანს, თუ როდის არის საჭირო ბუსტერი ანუ მე-3 დოზა (ფაიზერი ან მოდერნა) ანუ 6 თვეში.

ასევე კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, მე-4 დოზა არ დაგვჭირდეს 6 თვეში და ის გადაიწევს 9 ან 12 თვისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, რომ მომხდარიყო გრიპის და კოვიდის ვაქცინების “შერწყმა” და გადავსულვიყავით “სეზონურ მრავლკომპონენტიან ვაქცინაზე”.

ვნახოთ, ჯერჯერობით კი 6 თვე არის “დაცულობის” ინდიკატორი.

მე ვიცრები კოვიდ ვაქცინის მე-3 დოზით დეკემბერში, თქვენ?” – წერს გიორგი ფხაკაძე.


უცხოური სამედიცინო გამოცემის naturemedicine-ის სტატიაში აღნიშნული გრაფიკი ასეა განმარტებული:

პირველადი ორი დოზისგან შემდგარი ვაქცინა იმუნიტეტის სწრაფ ჩამოყალიბებას იწვევს, რაც COVID-19-ისგან დაცვას უზრუნველყობს. ვაქცინის იმუნოგენურობა და ეფექტურობა ინდივიდუალურ დონეზე მრავალი ფაქტორის მიხედვით მერყეობს, მათ შორის – ასაკისა და იმუნური კომპეტენციის (ზედა და ქვედა საზღვრები მითითებულია წითელი ჩრდილით) გათვალისწინებით.

დროთა განმავლობაში ვაქცინისგან უზრუნველყოფილი დაცვა მცირდება და გარღვევის ინფექციების სიხშირე მატებას იწყებს (ლურჯი ხაზი).

მესამე დოზით იმუნიზაცია სწრაფად აძლიერებს იმუნურ “პასუხებს” SARS-CoV-2-ის მიმართ, მაგრამ ასეთი დაცვის გრძელვადიანი “გამძლეობა” ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია. (ჩაწყვეტილი ხაზები).



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil







4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page