04/02/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ვაქცინების ნაკლებობა არის, მაგრამ, რაც ახლა გვაქვს, ასტრაზენეკამ დაიწყო წარმოება ამ ვაქცინების, დამტკიცებული არ არის, მაგრამ წარმოება მიმდინარეობს, ქარხნები მუშაობენ.
საქართველოში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თუ გამოწერს, ვის რამდენი ვაქცინა უნდა მიეწოდოს. ასტრაზენეკას და ფაიზერის განსხვავება არის, რომ ფაიზერს სჭირდება მაღალი ტემპერატურა, საქართველოში, – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია.
ვიდეო ფუფალაზე, – გთხოვთ გადახედოთ და მეტს აღარაფერს ვიტყვი, – რა ჩიპები, რის ჩიპები, ღმერთო ჩემო!
რისკის მქონე არიან შშმ პირები, სოცმუშაკები და ის ხალხი, ვისაც აქვთ კონტაქტი. ვინაიდან, ძალიან ცოტა ვაქცინა შემოდის საქართველოში, არ გინდათ კი არა, ნახეთ, რა იქნება?! – არა, მე გამიკეთე, არა, მე გამიკეთე! განსაკუთრებითღ ის ხალხი, ვინც ყვირის, – არ მინდა, არ მინდა! – პირველი ისინი გაიკეთებენ.
ევროკავშირის ქვეყნებში იქნებიან აცრილი ოქტომბრამდე. ამერიკაც მუშაობს ამ მიმართულებით. სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომლებიც მიიღებენ ასტრაზენეკას ვაქცინას, სხვა ქვეყნები, ძირითადად აფრიკის ქვეყნები, იგივე ტაჯიკეთი, ყირგიზეთი.
რომელი ვაქცინაც შემოვა საქართველოში, იქნება ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან.
ყველა ეს ვაქცინა არის დროებითი მოხმარების, იმიტომ, რომ ცეცხლი გვიკიდია დედამიწას და ეს ცეცხლი უნდა ჩავაქროთ,
დღევანდელ დღეს ყველაზე საუკეთესო წამალი მაინც არის სამედიცინო პირბადე, როგორც ბავშვებისათვის, ასევე დიდებისათვის, ორმეტრიანი „ჩახუტება“, რეგულაციების შესრულება – ეს არის ჩემი პოზიცია. დახურულ შენობაში ყოველ 10-15 წუთში უნდა განიავდეს ოთახი, ტუალეტები უნდა იყოს სუფთა.
მე ვარ ერთი ადამიანი, კი ვარ ექიმი, მაგრამ მე ასე ვარ ქართველი.
გახსნასთან დაკავშირებით, – ყველაფერი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით. არ მინდა, რომ მეოთხე ტალღა იყოს, მთავარია, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. სადღეგრძელო ხომ გვიყვარს და პირბადის ტარება არ გვიყვარს. სირცხვილი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც არ იყენებს პირბადეს.
„ინდოეთში, სადაც არაერთი კონტაქტი მაქვს, მინისტრებს ვიცნობ და ა.შ, 95%-მდე ავიდა პირბადეების გამოყენება. ინდოეთში, რომელიც საერთოდ უკანონო ქვეყანაა, არ იცით ხალხი როგორ ატარებს მანქანას. არეულ ქვეყანაში აიწია 95%-მდე პირბადის გამოყენებამ და ინფექციის გავრცელებამ დაიწია. ჩვენ რა გვჭირს?!
სადღეგრძელოს აწევა ხომ გვიყვარს, პირბადის გაკეთება არ გვიყვარს თურმე. როცა საქართველოს სიყვარულზე საუბრობ, არ უნდა ილაპარაკო, უნდა გააკეთო.
საქართველოში პატრიოტიზმის გამოხატულება არ არის „დავით გარეჯი ჩვენია“, რა თქმა უნდა, ჩვენია, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ასევე ისიცაა, როცა სამედიცინო პირბადე გიკეთიათ. ვისაც პირბადე არ გიკეთიათ, პატრიოტები არ ხართ. ნუ გამოდიხართ დემონსტრაციებზე, რომ საქართველო გიყვართ, გიყვართ მაშინ, როცა თქვენ და თქვენს შვილს სამედიცინო ნიღბები გიკეთიათ,
რაც მართალია, მართალია, საქართველოს მთავრობა კარგად მოიქცა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაითვალისწინა.
სიმშვიდეს, ბედნიერებას გისურვებთ, ცუდი ამბავი „გამორთეთ, „დაბლოკეთ…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.
„ყვავი მოხარშეთ ისე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს და წვენი დალიეთ!
ნუ შეუჭამეთ ტვინი ამ ჩვენს ექიმებს. ან ედნეთ მათ პროტოკოლებს, ან აგერაა რეცეპტი და ფუფალების ვისაც გჯერათ, ხარშეთ ყვავები და მორიელები!
ღმერთო, რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე, ა?!” – წერს ჟურნალისტი, ფილოლოგი, ლელა კურდღელაშვილი, სოციალურ ქსელში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Kommentare