top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

რეკომენდაცია – ვაქცინის გაკეთებამდე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„რეკომენდაციაა ვაქცინასთან დაკავშირებით, ვაქცინამდე ორი დღით ადრე არ მიიღოთ ალკოჰოლი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი – სასურველია, სანამ მეორე დოზას არ გაიკეთებთ. მეორე დოზის შემთხვევაშიც ალკოჰოლთან დაკავშირებით არის იგივე რეკომენდაცი. რაც შეეხება წამლებს, იმდენი ექსპერტია, იციან ჩემზე უკეთესად, არ დავიწყებ წამლების ჩამოთვლას, არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ; გარკვეული მიზეზების გამო თუ მიიღებთ წამალს, არ შეიძლება ვაქცინაცია, არსებობს ამ წამლების ჩამონათვალის ცხრილი, დაგუგლეთ, – გუგლით იმართება ქვეყანა. ვაქცინაციის პროცესში ყველაზე რთული არის პირველი 15 წუთი – ყველაზე „საშიში დრო“, 15 წუთი აუცილებლად უნდა იყო დაწესებულებაში. სასურველია შემდეგი 30 -45 წუთიც არ დატოვოთ სამედიცინო დაწესებულება…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



3 views0 comments

Σχόλια


Post: Blog2_Post
bottom of page