top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო...

30/11/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. 2023 წელს კი პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება.


„რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.


საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო.


საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.


ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომ, 2023 წელს სამედიცინო დაწესებულებებს, აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ გაფორმებული, ასევე დასრულებული უნდა იყოს თვითშეფასების ეტაპიც.


ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, როგორც საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის, ისე სამედიცინო აღჭურვილობისა და სახარჯი მასალების რეგულირების დოკუმენტების მომზადებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო. ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D?fbclid=IwAR1f6g9d53ZTT6T4aCp6JSyDCKlxW2XtCemTatHKGh2k22MtF3apuz9h7vMმნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთანლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


171 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page