21/10/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.
2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.
როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?
პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.
მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.
2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.
კერძო და სახელმწიფო სექტორის ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” ჯგუფის ხელმძღავენლობა ამბობს, რომ სტანდარტების ანალიზი და შესაბამისობის ფაზა დასრულებულია. ოქტომბრიდან განხორციელების ეტაპი იწყება.
ჰოლდინგში ფიქრობენ, რომ აკრედიტაციის დასრულებას ერთ წელიწადში შეძლებენ.
ჯგუფის ბიზნეს პროცესების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ირინა მეზურნიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია ხდება უფრო მაღალხარისხიანი, უფრო პაციენტზე კონცეტრული.
„სისტემების შექმნის კუთხით ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით, ის აუცილებელი და საბაზისო მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, რასაც სტანდარტი გვთხოვს. პაციენტი გაუმჯობესებას იგრძნობს როგორც კლნიკური თვალსაზრისით, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით.
ორგანიზაცია ხდება უფრო მაღალხარისხიანი, უფრო პაციენტზე კონცეტრული“, - აღნიშნა ირინა მეზურნიშვილმა.
საერთაშორისო აკრედიტაცია ქვეყანაში კლინიკების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვთ. მათ შორის არის გაგუას საავადმყოფო, რომელმაც წელს სერტიფიკატი უკვე მეორედ აიღო.
მენეჯმეტი ამბობს, რომ ხუთი სტანდარტი, რომელთა მიხედვითაც ხელმძღვანლობენ, როგორც პაციენტთა უსაფრთხოების, ასევე კლინიკის გამართული ფუნქციონირების ერთგვარი გარანტია.
„აკვირდებიან და უყურებენ პროცესებს, როგორ ვითარდება კლინიკა, როგორ აუმჯობესებს მის ხარისხს და როგორ პოულობს იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება იყოს მუშაობის პროცესში. შესაბამისად, რაიმე მკცარი განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელიც 1-2 წლის ვადაში შეიძლება ვერ დააკმაყოფილოს დაწესებულებამ, არა მგონია, იყოს.
ჩვენი მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად მიგვეახლოვებინა ჩვენი კლინიკის ფუნქციონირება ევროპულ სტანდარტებს და ახალ რელსებზე გადავედით იქიდან გამომდინარე, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, არის მუდმივი, განახლების, განვითარების გზა“ - აცხადებენ კლინიკაში.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.
აკრედიტაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სარგებლობის აუცილებელი პირობა ხდება.
უწყებაში ამბობენ, რომ ამისთვის მზადება დაწყებულია სახელმწიფო კლინიებშიც
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კლინიკების ის ნაწილი, რომელიც მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, მიმზიდველი გახდება მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტებისთვისაც
„მთავარი მოლოდინი ისევ და ისევ არის ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ რწმუნებულება იმისა, რომ ეს კლინიკა არის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და იქ გაწეული სამედიცინო სევრისი ნამდვილად არის შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციებთან როგორც კლინიკური პრაქტიკით, ასევე მენეჯმენტისა და მთელი რიგი სხვა პროცესების კუთხით და მეორეც, საქართველოში კლინიკების ის ნაწილი, რომელიც მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას, რა თქმა უნდა, უკვე მიმზიდველი გახდება მეზობელი ქვეყნებიდან პაციენტებისთვისაც და მოსალოდნელია, რომ ამან ხელი შეუწყოს სამედიცინო ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეუძლიათ. აკრედიტაციის ჩაბარების ბოლო ვადა 2025 წლის 1-ელი იანვარით განისაზღვრა.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
„ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments