top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

როგორ გაიზარდა ბოლო ერთ თვეში კოვიდგარდაცვალების სტატისტიკა დღეში 33-დან 79-მდე – მონაცემებს...

01/09/2021

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ისეთი მაღალი ლეტალობის შემთხვევები, როგორიც აგვისტოში დაფიქსირდა, ჯერ არ ყოფილა.


აგვისტოში გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. 1-ელ აგვისტოს საქართველოში 33 ადამიანი იყო გარდაცვლილი, 31 აგვისტოს კი რიცხვი ორნახევარჯერ გაიზარდა და 79-ს მიაღწია.

გადავხედოთ, როგორ იზრდებოდა გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში აგვისტოს თვეში.

1 აგვისტო – 33; 2 აგვისტო – 23; 3 აგვისტო – 34; 4 აგვისტო -38; 5 აგვისტო – 38; 6 აგვისტო – 30;

7 აგვისტო – 38; 8 აგვისტო – 30; 9 აგვისტო – 44; 10 აგვისტო – 54; 11 აგვისტო – 48; 12 აგვისტო – 49;

13 აგვისტო – 42; 14 აგვისტო – 50; 15 აგვისტო – 35; 16 აგვისტო – 30; 17 აგვისტო – 47; 18 აგვისტო – 49;

19 აგვისტო – 58; 20 აგვისტო – 59; 21 აგვისტო – 74; 22 აგვისტო – 48; 23 აგვისტო – 60; 24 აგვისტო – 60;

25 აგვისტო – 58; 26 აგვისტო – 79; 27 აგვისტო – 73; 28 აგვისტო – 74; 29 აგვისტო – 76; 30 აგვისტო – 78; 31 აგვისტო 79 გარდაცვლილი.

გაზრდილ სტატისტიკას ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალური ციფრები სტატისტიკაზე ორჯერ მეტია.

„ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ვიზიარებ თითოეული მათგანის მწუხარებას. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა.

ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი. სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება ….

დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით … ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე.

ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე. სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა. დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია. ამ ომში ერთად უნდა გავიმარჯვოთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

სტატისტიკა კვლავ იგივე რჩება სექტემბრის თვეშიც. პირველ სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 3 886 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.45%-ია.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page