04/03/2021
ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ” როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წაიკითხა შერცხვა”.
მისივე განცხადებით საქართველოში ვაქცინაცია 2021 წელს ვერ დასრულდება, რადგან ვაქცინაციის ეროვნული გეგმა არ ვარგა და ის მოსახლეობის სრულად აცრას ვერ უზრუნველყოფს.
“2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება. ვაქცინაციის დასრულება ნიშნავს 85%-ის [აცრას] და ეს ეროვნული გეგმა, რომელიც არის ვაქცინაციის, მე, როგორც ექსპერტი ამ სფეროში, ვამბობ, რომ ეს გეგმა არ ვარგა. იქ არის იმდენი შეცდომები, ჩემთან რომ მოვიდეს ასეთი გეგმა და ახლა ამაზე ვმუშაობ ზუსტად, ქვეყნები აგზავნიან ასეთ გეგმებს, პირდაპირ ვამბობ, რომ ესა და ეს გაკლია.
როდესაც წავიკითხე ქართული გეგმა, შემრცხვა, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება ჩავერიო, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორმულას” ეთერში საუბრისას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentarios