top of page

„როდის ველოდოთ, Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში“ – გიორგი ფხაკაძის კომენტარი

25/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



როდის ველოდოთ, Pfizer-ის ვაქცინას საქართველოში – გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

„მთელ მსოფლიოში არის პრობლემა. ევროპის ზოგი ქვეყანა სასამართლოშიც კი აპირებს ჩივილს. მოსახლეობას პირველი დოზა მოსახლეობას გაუკეთდა და მეორე დოზას ვეღარ უკეთებენ, რადგან ფიზიკურად არ ჰქონდათ.


ფეიზერი მაინც პირველ აქცენტს აკეთებს ამერიკულ ბაზარზე. ევროპას დააკლო ფაიზერმა 29%. ის, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული და დაგეგმილი.

საქართველო ვერ და არ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა რაოდენობა და როდის ჩამოვა, ვაქცინა საქართველოში. ეს საკითხი წყდება ჟენევაში. გავი იღებს გადაწყვეტილებას, – გავი ანხორციელებს ყველა დისტრიბუციას ქვეყნებში.

საქართველომ რამდენიც არ უნდა იხტუნოს და რაც უნდა, გავაკეთოთ, ვილაპარაკოთ, კოვაქსი არის მთლიანად ამაზე პასუხისმგებელი. ეს არის ცენტრალიზებული შესყიდვა და ჩვენზე არ არის დამოკიდებული.


სამწუხაროდ, ჩვენ თავის დროზე ვერ შევძელით იმის გაკეთება, რაც ისრაელმა გააკეთა(არც გვაქვს ამის რესურსი, მოდი, ვთქვათ). სხვა გზა არ არის, უნდა დაველოდოთ. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% იქნება ვაქცინირებული,ეს არის ზეოპტიმისტური პროგნოზი. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია, რასაც მე ვხედავ!“- აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page