top of page

რომელი ვაქცინა უნდა მოვითხოვოთ ინდური შტამისგან დასაცავად

23.06.2021 megatv.ge Kutaisi



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპექრტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ბოლომდე ევროპაში “ფაიზერის” ვაქცინის დეფიციტი მოიხსნება.

“დღეს ევროპის წამლის სააგენტომ ნებართვა გასცა კიდევ ორ დამატებით ქარხანაზე ევროპაში – ერთი გერმანიაში და ერთი შვეიცარიაში, რომ აწარმოონ “ფაიზერის” ვაქცინა.


წლის ბოლომდე ევროპაში “ფაიზერის” დეფიციტი საერთოდ მოიხსნება. საქართველო არის ევროპა! გავიხსენოთ ბატონ ზურაბ ჟვანიას სიტყვები!



მოვითხოვოთ ყველგან და ყოველთვის “ფაიზერის” ვაქცინა!!!



ახალი “დელტა” (ინდური) შტამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინებით (“ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინებით. სხვებზე ჯერ არ ვიცით) !!!”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98/

Post: Blog2_Post
bottom of page