top of page

„რომ დავინახე უკან მწვადებით, ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა …“ – გიორგი ფხაკაძის პირდაპირ ეთერში...

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

15/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე და მამა პეტრე კოლხი სიღნაღში, ლალი მოროშიკინასთან, სასტუმროში იმყოფებოდნენ სტუმრად.


გიორგი ფხაკაძის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე ჩართვისას, პირდაპირ ეთერში კურიოზი მოხდა. კადრში, უკანა ფონზე ლალი მოროშკინა გამოჩნდა დიდი თეფშით მწვადით . (იხ. ვიდეო)


„მეგობრების რესტორანში წავედით, მე ვეხმარებოდი სუფრის გაწყობაში. გიორგი არ მოასვენეს ჟურნალისტებმა. იმდენი ხანი აყენებდა კადრს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჩასართავად, ვიფიქრე, ისევ ემზადებოდა და ჩავიქროლე ცხელ-ცხელი მწვადით… როდესაც დავაფიქსირე, – კადრში ვარ, დავიბენი და ახლა უკან ჩამოვიქროლე. გიორგი მთელი დღის Მშიერი იყო და მწვადი უცივდებოდა. ეტყობა ჩემმა ქვეცნობიერმა ასე “უჯიკა” დროზე დაესრულებინა ეთერი“,-ამბობს ლალი მოროშკინა.


„ლალი ეკრანზე რომ დავინახე უკან მწვადებით დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი, ვიკავებდი თავს რომ არ გამეცინა … 5 წამში ისევ გავაგრძელე პირდაპირი ეთერი…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page