top of page

როცა რაღაცას ვამბობ, გთხოვთ, დამიჯერეთ, მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი – გიორგი ფხაკაძე

Writer: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

31/03/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება 55 წელს ქვემოთ უნდა შეჩერდეს. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო სამმა დიდმა ქვეყანამ.


ფხაკაძის განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად კვლავ პირბადე რჩება.


“მცირე განმარტება ვაქცინებთან დაკავშირებით – უკვე სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ ასაკის ადამიანებში (გერმანიამ – 60 წელს ქვემოთ, კანადამ და საფრანგეთმა – 55 წელს ქვემოთ)


ევროპის ძლიერი მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან ვაქცინაციის პროცესს. მიღებული გადაწყვეტილებები ძლიერი ინდიკატორია იმის, რომ საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს მხოლოდ ევროპელი მეგობრებისგან.


საქართველოში არ უნდა შემოვიტანოთ არც ერთი COVID-19 ვაქცინა და მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიერ რეკომენდირებული არ არის.


რამდენი ხნის წინ ვთქვი „ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას ვამბობ, გთხოვთ, დამიჯერეთ, მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი.


კონკრეტულად „ნოვავაქს“ რაც შეეხება, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ვაქცინა კარგია.


ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ იარაღად ისევ რჩება სამედიცინო პირბადე და მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ის.


ასევე, უნდა დავნერგოთ ელექტრონული ჯანდაცვა – ეს არის ის, რაც დღესვეა გასაკეთებელი, და ძალიან ფრთხილად უნდა ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი” – ამბობს ფხაკაძე facebook Live-ში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



 
 
 

Kommentare


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page