top of page

„რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით… -საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები“

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში პრობლემებზე, ასევე ვაქცინაციის პროგრამაზე საუბრობს: „საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები. ადამიანების 70% კვდება რეანიმაციაში, როცა ისინი არ უნდა კვდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ თავად ჯანდაცვის სისტემაა ავად და სჭირდება დახმარება. ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ ახალციხეში მედიცინის მუშაკის გარდაცვალების ტრაგიკულმა ფაქტმა საჯაროდ ამოატივტივა ჯანდაცვის სექტორში არსებული სერიოზული პრობლემები. სისტემის მოუმზადებლობა, ტრენინგების არჩატარება, ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ანაზღაურება – საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც წლებია, არსებობს, მაგრამ მათ მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, და არ თქვა, რომ მაგალითად, ექიმებს სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო განათლება. არავინ საუბრობს შემდეგზე – ექიმებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ არ სჭირდებოდეთ რამდენიმე ადგილას მუშაობა. ექიმებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ აღიაროს შეცდომები, შეცდომებზე ახალ შეცდომებს ამატებს. ის, რაც ხდება კონკრეტულად, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კობტროლის ეროვნული ცენტრი – ესენი არიან საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები, ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო არასწორად მართული, ფაქტიურად არ მიმდინარეობს ვაქცინაციის კვალიფიციური საინფორმაციო კამპანია.


რა უნდა გაკეთდეს?!

1.პირველ რიგში, უნდა იყოს პროფესიონალიზმი ყველაფერში, თან ჩვეულებრივი კი არა, უმაღლესი პილოტაჟის პროფესიონალიზმი. 2.უსაფრთხოება ჯანდაცვის სისტემაში ყველგან 1000%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაიმე საკითხი თუ საეჭვოა, პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და არა გაჩერდეს. უნდა შეჩერდეს, გასწორდეს, მოწესრიგდეს დ შემდეგ გაგრძელდეს. 3.აუცილებელია, ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა. მედიასივრცეში უნდა იყოს ღია დიალოგი ანტივაქსერებსა და ვაქცინის პროპაგანდისტებს შორის, საზოგადოებამ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება რომ შეძლოს. მთავარია, დიალოგი იყოს ღია, გამჭვირვალე და არაფერი დავმალოთ. ამაში განსაკუთრებით დიდია მედიის როლი და მედიასაშუალებებს ამ საქმეში დახმარებას გთხოვთ.


რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით: 1)55 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანმა “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ ასაკს ქვემოთ უნდა იყოს გამოყენებული, მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა. 2.არსებობს მედიკამენტების ჩამონათვალი, რაც ასაცრელმა პირმა ცვაქვინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეს უშუალოდ ექიმმა უნდა მიაწოდოს. 3.კატეგორიულად აკრძალულია ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა ალკოჰოლის მიღება. საუკეთესო, თუ მოქალაქე ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებამდე ალკოჰოლისგან თავს შეიკავებს. 4.ვაქცინის გაკეთების შემდეგ პირველი 15 წუთი პაციენტი უნდა იყოს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. სასურველია, რომ აცრილმა პირმა სამედიცინო დაწესებულება ვაქცინის გაკეთებიდან მხოლოდ 45 წუთის შემდეგ დატოვოს 5.მოქალაქემ უნდა მოითხოვოს, ვაქცინის ბარათში ჩაუწერონ გაკეთებული ვაქცინის სერიული ნომერი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page