top of page

„სააკაშვილი, ალბათ, შეცდომაში შეიყვანეს, ეს არის “ფეიკ ნიუსი”; მე გეტყვით” – გიორგი ფხაკაძე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

29/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი




„ალბათ, სააკაშვილი, შეცდომაში შეიყვანეს, ეს არის “ფეიკ ნიუსი”; მე გეტყვით, რა ხდება“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს.



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, – მალტა მზად არის, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ვაქცინები უსასყიდლოდ გადასცეს.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კორონავირუსის ვაქცინები უშოვა?

„სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ჰქვია ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია. აი ეგრე. წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა”,– წერს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook–გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტულ გეგმას სთავაზობს: „კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა, მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა. ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია, ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page