16/03/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„საბოლოო რეკომენდაცია ამ საკითხზე იქნება 18 მარტს. იმედია, იქნება დადებითი რეკომენდაცია! საქართველომ კი უნდა იფიქროს, საიდან ჩამოიტანოს მომავალში ვაქცინები (ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ასეთი დეტალური, გამჭვირვალე პროცესი არა აქვს) ვისწავლოთ შეცდომებზე!…“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე და პოსტს იზიარებს: Saba Shkubuliani
„ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) აცხადებს რომ არ არსებობს კავშირი “AstraZeneca”-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. EMA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ემერ კუკის განცხადებით, სააგენტო დარწმუნებულია, რომ “AstraZeneca”-ს ვაქცინის სარგებელი გაცილებით აჭარბებს მისი გვერდითი ეფექტების რისკს. მისივე განცხადებით, თრომბოემბოლიის შემთხვევები არ აღემატება მოსახლეობაში ზოგადად არსებულ შემთხვევებს. ამ დროისათვის, ევროპის მასშტაბით “AstraZeneca”-ს ვაქცინით 17 მილიონამდე ადამიანია აცრილი.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და “AstraZeneca”-ს ვაქცინის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში დაფიქსირდა თრომბის წარმოქმნა. მარეგულირებელ ორგანოთა განცხადებით, ეს ქმედება უბრალოდ სიფრთხილისთვის მიღებული ზომაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ შემთხვევებთან ვაქცინა რაიმე კავშირშია. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ვაქცინის გამოყენება გრძელდება. თრომბი ბუნებრივად წარმოიქმნება და სულაც არ არის იშვიათი. 10 მარტის მონაცემებით, ევროპაში ვაქცინირებულ ხუთ მილიონ ადამიანს შორის თრომბი 30 ადამიანში დაფიქსირდა, უფრო ნაკლებში, ვიდრე მოსალოდნელია ბუნებრივად, არავაქცინირებულ ადამიანებში“.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments