26/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს მიღებას სუბსპეციალიზაციის პროგრამაზე „გულის ელექტროფიზიოლოგია და არითმიების მართვა“.
პროგრამის ხელმძღვანელია არითმოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიორგი პაპიაშვილი.
პროგრამა ორწლიანია.
პროგრამაში ჩასარიცხად აუცილებელია:
• უმაღლესი სამედიცინო განათლება; • სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში „კარდიოლოგია“; • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონე. დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე vacancy@joann.ge • სამოტივაციო წერილი; • დიპლომის ასლი; • პირადობის მოწმობის ასლი; • CV/რეზუმე; • სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში „კარდიოლოგია“. საბუთების მიღების ვადები 1- 14 აგვისტო

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი დაიწყო
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments