top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე

20/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას მომზადებული უნდა შეხვდეს.


ფხაკაძის თქმით, არასწორი ვაქცინაციის პროცესმა ვითარება ბევრად უფრო საშიში შეიძლება გახადოს.


„ისე იძახიან საქართველოში ვაქცინას არ გავიკეთებთო, თითქოს უკვე იყოს. ვაქცინა უნდა იყოს კარგი, სხვა შემთხვევაში ჯობია საერთოდ მის გარეშე იყოთ. არასწორი ვაქცინაციის პროცესი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა რამე. ჯობია მოვემზადოთ და მომზადებული შევხვდეთ პროცესს“, - აღნიშნა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს.


ამასთან, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის გეგმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „კაცმა არ იცის როგორია“.


„მე გეუბნებით საქართველოში არავინ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ვაქცინა შემოვა და როდის. ეს არის რეალური ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ეს საკითხი წყდება ჟენევაში.


როცა „ნამცეცობები“ დარჩება, იმ „ნამცეცობებს“ გადმოისვრიან. თუ ვიღაცამ, 10 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, ეს ვაქცინაციის პროგრამა არ არის. ეს უფრო დიდ ზარალს შემოიტანს ვიდრე შედეგს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page