top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია – გიორგი ფხაკაძე ისრაელიდან მიღებულ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

05/07/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვითარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.


ამჯერად პროფესორი ისრაელიდან მიღებულ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ახლა?! -ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია. საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია.

„ფაიზერის“ ეფექტურობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის დავარდნილი 64% მდე მანამდე კვლევებმა აჩვენა 88% ეფექტურობას. თქვენ წარმოიდგინეთ დაბალ ეფექტური ვაქცინების ეფექტურობა რა არის….

შეგახსენებთ, ადრეულმა კვლევებმა გვაჩვენა რომ „ფაიზერის“ ეფექტურობა იყო 88% და ასტრაზენეკას 60% დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. სხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ჯანმრთელობას გისურვებთ …“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page