21/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
შემოწმებული 107 ჰოსპიტლიდან 105-ის რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე „იმედის კვირის“ მიერ მომზდებულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია კლინიკების რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის ზუსტად ერთ-ერთი საუკეთესო “იარაღი” ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 2022 წელს გაწეულ საქმიანობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატებს ცს შედეგები გააცნო.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთობლივი ჯგუფები 120-ზე მეტ კლინიკაში იყვნენ შესულები, თუმცა სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში მდგომარეობა არასასიამოვნო იყო. ამ კუთხით, რამდენიმე კლინიკაში ორჯერ ან სამჯერაც იყვნენ შესულები. ვფიქრობ სისტემური მიდგომით საბოლოო შედეგს მივაღწევთ“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის მნიშვნელობაზე გაამავილა ყურადღება.
„2025 წლიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ბოლო პერიოდამდე არ იწყებენ მოქმედებას, ამიტომ შუალედური პირობა ჩავდეთ - კლინიკები არ დაელოდებიან 2025 წელს და 2023 წლის ბოლოს ვალდებულები არიან თვითშეფასების ეტაპი დასრულებული ჰქონდეთ, სულ მცირე, კონტრაქტი წარმოადგინონ რომელიმე კომპანიასთან, რომელსაც შეარჩევენ, რათა შემდეგ 2024 წლის ბოლოს გადავადება არ ითხოვონ“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე „იმედის კვირის“ მიერ მომზდებულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარია კლინიკების რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.
ლინკი:
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments