top of page

სამედიცინო პერსონალი დაიღალა, გავუფრთხილდეთ, ისინიც ადამიანები არიან – გიორგი ფხაკაძე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

22/07/2021

ჩვენი სამედიცინო პერსონალი დაიღალა. მათ დახმარება სჭირდებათ. ისინიც ადამიანები არიან, – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. მან ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. აგვისტოს თვე ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნება. ამ მძიმე მდგომარეობაში უკვე შევედით. ათობით კი არა, ასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დაიკარგება. ამ კონკრეტული ტალღის შედეგად. ერთმანეთის ლანძღვის, „გაშავების“, პიარის დრო ნამდვილად არ არის.

ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დაუშვა შეცდომა. არჩევნები იქნება ოქტომბერშიო. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება შეხვედრები, მიტინგები. ეს უფრო გაზრდის მძიმე მდგომარეობას. მე გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ თუ ჩემი პატარა რჩევა ვინმეს დაგჭირდებათ, მე ღია ვარ.

გაუფრთხილდით საკუთარ თავს… ჩვენი სამედიცინო პერსონალი დაიღალა. მათ დახმარება სჭირდებათ. ისინიც ადამიანები არიან. ისინიც დაიღალნენ,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page