top of page

„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა“

Updated: Jun 23, 2023

22/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არსებული სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს ნებართვისთვის აუცილებელი დრო და კლინიკისთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება საკმარისია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაცია მოაწესრიგონ.


„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა. ჩვენ ისედაც გვაქვს ინფექციების კონტროლის თუ სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის შემოწმების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ერთადერთი, აქამდე არ იყო დაზუსტებული და ახალ კანონპროექტში გაჩნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, მხოლოდ პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება“, - განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა.


როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში, სრული სურათის აღდგენისა და პაციენტის საჩივარზე სწორი დასკვნის მოსამზადებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერატიულობა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს არსებული სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს ნებართვისთვის აუცილებელი დრო და კლინიკისთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება საკმარისია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაცია მოაწესრიგონ.


ეს კი რეალურ სურათს ცვლის და თითქმის, შეუძლებელი ხდება, იმის დადგენა, კონკრეტულ შემთხვევაში, დაფიქსირდა თუ არა ექიმის გადაცდომა, ან - სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა.


„კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი - სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას.


ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.


დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, იმდენად რთული პროცესები მიდის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრმა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევებში გაზრდილ ჯარიმებზეც ისაუბრა.


„ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში. როდესაც სამედიცინო დაწესებულებას ვაჯარიმებთ და საშუალოდ, 500-ლარიანი ჯარიმები იწერება, ოქმი იგზავნება სასამართლოში. ამ პერიოდში, დაწესებულების მეორედ შემოწმების საშუალებაც არ გვაქვს. კლინიკებს აქვთ მოტივაცია, ხელოვნურად გაიყვანონ დრო, რომ მომდევნო ჯერზე არ შევამოწმოთ და შემდეგ არ მოვითხოვოთ საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება.


ამ პირობებში კი, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ, სამედიცინო დაწესებულება ისევ აგრძელებს საქმიანობას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან. ამიტომ, საჭიროა, ჯარიმა დაუყოვნებლივ მიემართოს აღსრულებისკენ და სამედიცინო დაწესებულების მეორედ გადამოწმების შესაძლებლობაც მარტივად გვქონდეს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D?fbclid=IwAR1f6g9d53ZTT6T4aCp6JSyDCKlxW2XtCemTatHKGh2k22MtF3apuz9h7vM



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze

12 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page