top of page

სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე – გიორგი ფხაკაძე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

31/07/2021

საქართველოში 31 ივლისის კორონავირუსის სტატისტიკას ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, ქვეყნის ჩაკეტვა გარდაუვალია.

„31 321 აქტიური შემთხვევაა. აქამდე რეკორდი 2020 წლის 12 დეკემბრის 30 944 აქტიური შემთხვევა იყო და ასევე რეკორდული 53 გარდაცვლილი 2020 წლის 19 დეკემბერს. აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, ჩაკეტვისკენ მიდის საქმე. არავის უნდა ჩაკეტვა, არავის, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს, რომ არ ჩავიკეტოთ


სამედიცინო /მეცნიერული /საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და, უბრალოდ, საღი გონებით თუ იფიქრებ საქართველო ჩასაკეტი იყო 2021 წლის 1-ელ ივლისს. ეს მაშინ, როცა მე პირველმა გავბედე და ვთქვი (არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), რომ საქართველოში მე-4 ტალღა დაიწყო.

მართლა არ ვიცი, თუ როგორ, რამდენჯერ, რა ენაზე, რა მტკიცებულებით უნდა მოგმართოთ. არ აიცრათ. არც სახლში დარჩეთ. არც პირბადე ატაროთ. ახალი სასიკვდილო რეკორდია დასამყარებელი.

PS: გუშინდელ (2021 წლის 30 ივლისი) სტატისტიკა 80 მილიონიან გერმანიას და 3 მილიონიან საქართველოს ახალ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა თითქმის ერთნაირი რაოდენობა აქვთ“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page