top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ – გიორგი ფხაკაძე

23/12/2020

„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ამ წელს და მომავალ წელსაც მზად უნდა ვიყოთ, რომ სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვების განათლება არის დაცემული, გეთანხმებით. ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნაა განათლებაში. პედაგოგები არიან დიდი სტრესის ქვეშ, ასევე არიან მოსწავლეებიც”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი ფხაკაძის თქმით, სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, მანამ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით და ამიტომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფრთხილების მიზნით, სავარაუდოდ, შემდეგ წელსაც ონლაინ სწავლება იქნება. „რა შეიძლება გავაკეთოთ? პირველი: სკოლებმა მოდი დაგეგმეთ ისე, რომ ეს წელი იქნება ონლაინ წელი, მომავალი წელიც იქნება ონლაინ წელი, რადგან სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ. მეორე: მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ეს იქნება მასწავლებლების უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ე.წ. ვირტუალური სამასწავლებლოები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ბავშვების შემთხვევაში კი არა კომპიუტერული თამაშები, არამედ ისეთი ურთიერთობა კლასელებთან, რაც დააინტერესებთ და არა მარტო გაკვეთილზე მოახერხებენ ურთიერთობას, და მესამე – ჩვენ ამ ეპიდემიის დროსაც კი შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა უშუალოდ პედაგოგებთან და ბავშვებთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ტექნიკური შეხვედრები, არა შენობაში, მაგალითად გაისეირნონ გარეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page