top of page

საპირფარეშოები სენსორებზე, ხალხმრავლობის კონტროლი მაღაზიებსა და ტრანსპორტში – ექსპერტების რეკომენდაც

19/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით. „ქვეყნის გახსნას ვეთანხმები, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით. როდესაც რამე საზოგადოებრივს ხსნი, პირველი, რაზეც უნდა იყოს ფოკუსირება, უნდა იფიქრო, სად არის ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. გავრცელების პირველი წყარო არის საპირფარეშო. ყველაფერი უნდა იყოს სენსორებზე, როგორც წყალი და ხელსახოცი უნდა იყოს ქაღალდის. ეპიდემიის კუთხით, ლილოს ბაზრობა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, სითი მოლი. ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი,”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2 -თან“ საუბრისას. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად უნდა გაკონტროლდეს ადამიანების რაოდენობა დიდ სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში და, ამასთან, გაიზარდოს PCR ტესტირებების რიცხვი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page