top of page

„სასაფლაოების დაკეტვა არის უნიათობა, მავნებლობა… – ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია“

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ჩემი მოსაზრება არის ასეთი: – ქვეყანას ხსნი ან ქვეყანას კეტავ! ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ტრანსპორტი არის ხალხით გადაჭედილი და სასაფლაოზე გასვლაა პრობლემა?! ვითომ დაკეტვები არის თავის მოტყუება!

სასაფლაოების დაკეტვა აღდგომის დღესასწაულის დღეებში არის უნიათობა და არაპროფესიონალიზმი, არაპროფესიონალური მავნებლობა

ვიცით, რომ ვირუსი არსად არ აპირებს წასვლას, ინდური შტამი გავრცელდა ჩვენს რეგიონში და ალბათ, საქართველოში იქნება შემოსული. თურქეთი ჩაიკეტა, ალბათ, აზერბაიჯანიც ჩაიკეტება მალე, რუსეთშიც კი ვეღარ მართავენ პანდემიას“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

ვრცლად ნახეთ:



მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს: „3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, – აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით, და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება; რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე; სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა; პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა :

„სოფელში ადამიანს არავინ აუკრძალავს საფლავზე გასვლას, მაგრამ დიდი სუფრა არ იყოს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტი აქცენტი კეთდება თბილისსა და დიდ ქალაქებზე. არავინ უშლის ადამიანებს მთელი კვირის განმავლობაში ერთი-ორი ადამიანი მივიდეს საფლავზე და დაანთოს სანთელი. განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება არასასიამოვნო ტრადიციაზე, -ეს არის სუფრის გაშლა. ყველასთან იქნება ძალიან მოკრძალებული თხოვნა, ორშაბათ-სამშაბათს თავი შევიკავოთ საფლავზე გასვლისგან. ყველა ამ ორ დღეს ცდილობდა სასაფლაოზე გასვლას; ხომ შეიძლება გადანაწილდეს?!“


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით: „აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა” . 2 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




2 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page