top of page

სასიხარულო ამბავი - თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

12/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის - „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.


2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.


როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?


პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.


მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.


2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.


„მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.


ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, სამედიცინო დაწესებულებასთან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.


შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო" (ყოფილი ,,მიხაილოვის" საავადმყოფო) არსებობის 150 წლიან ისტორიას ითვლის. კლინიკა ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია, რომლითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტის ზრდაში, მუდმივად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აფართოებს მომსახურების სახეობებს.

კლინიკის მუშაობის პრინციპები და მეთოდები ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამაგალითოა, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, შექმნილია ხარისხის მართვის კომისია, რომელიც ახორციელებს სამედიცინო პერსონალის დროულ და ადეკვატურ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისადმი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფასა და პერიოდულ მონიტორინგს; პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას/დანერგვას.

კლინიკის ხელმძღვანელების ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ექიმების კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება, პროფესიული ზრდა; მუდმივად მოწმდება და იზრდება კლინიკაში დასაქმებული პერსონალის მუშაობის ხარისხი.

საავადმყოფო თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბევრ სხვა უმაღლეს სასწავლებელთან.

კმაყოფილი პაციენტი – კლინიკის მთავარი ორიენტირია!


გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით.

აქ დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის უნარი, სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი, კარგი კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერილობითი), გუნდური მუშაობის უნარი, საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების უნარი მაქსიმალურად მოკლე დროში, ლიდერობის უნარი და ა.შ.


კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს:


გადაუდებელი დახმარება, კრიტიკული მედიცინა, ნეიროქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ანგიოქირურგია, გინეკოლოგიური ქირურგია, კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ტოქსიკოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, ლაბორატორია, ამბულატორია-დიაგნოსტიკა: რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ინვაზიური რადიოლოგია, ექოსკოპია, ენდოსკოპია, ლაპარასკოპია, გინეკოლოგია, ფიზიოთერაპია, მანუალური თერაპია, ოტორინოლარინგოლოგია, კარდიოლოგია, ელექტროკარდიოგრაფია, რევმატოლოგია, სტომატოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია, ოფთალმოლოგია, ალერგოლოგია.

კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N 21



აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:



გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



8 views0 comments

コメント


Post: Blog2_Post
bottom of page