top of page

„საუბარია იმაზე, ძირითადად რომელ ასაკშია გავრცელება, თორემ ისე, შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს“

Updated: Sep 4, 2023

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის28 მაისს ამბობდა, რომ ინდური შტამი არის თითქმის იგივე, რაც ბრიტანული, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს.


„ინდური შტამი არის თითქმის იგივე, რაც ბრიტანული, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს.

ვუხანური ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება 60 წელს გადაცილებულ პირებში, ბრიტანული - საშუალო ასაკის, ხოლო ინდური - ახალგაზრდებში. საუბარია იმაზე, ძირითადად რომელ ასაკშია გავრცელება, თორემ ისე, შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს.

საქართველოში ვუხანური ვირუსი თითქმის მილეულია, ახლა ვრცელდება ბრიტანული შტამი და უკვე გამოჩნდა ინდურიც. შეგახსენებთ, ბრიტანულის გავრცელებაც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ინდურის. ჯერ იყო ოფიციალური პირების მიერ ჯიუტი უარყოფა, ფხაკაძე კი ამტკიცებდა, რომ შტამი ქვეყანაში შემოსულია. ერთი თვის შემდეგ კი უკვე ყველამ დაადასტურა ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება. რად უნდათ ეს კუკუ-დამალობანა, ვერ გავიგე.

ინდურ შტამზე განსაკუთრებული ნერვიულობა საჭირო არ არის. სიკვდილობასთან დაკავშირებით მაჩვენებლები იგივეა, მკურნალობის სქემაც - იდენტური.

რაც შეეხება ვაქცინებს - ერთი თვის უკან არანაირი კვლევა ინდურ შტამთან დაკავშირებით არ იყო. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მხოლოდ 1000 ადამიანზე.

ეს პატარა კვლევა გვეუბნება შემდეგს:


1.“ფაიზერი“ უფრო ეფექტურია როგორც ბრიტანული, ისე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანულის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 94%-ია, ინდურის - 88%. ეს ეხება მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ დაცულობას.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში (აქაც მეორე დოზის გაკეთებიდან 2-3 კვირის შემდეგ) ბრიტანული შტამის წინააღმდეგ დაცულობა არის 66%, ხოლო ინდურის - 60%.

ჩინურ და რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებით ახალი ტერმინი შემომაქვს - „პლაცებო“ ვაქცინები. ინდური და ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ამ „პლაცებო“ ვაქცინების ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ამ გოგლი-მოგლებზე არანაირი სანდო კვლევები არ ჩატარებულა. „მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“ კვლევებზე საუბარი არ გვინდა.

გავიხსენოთ სეიშელის კუნძულების მაგალითი. გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ვაქცინების „ეფექტურობაზე“ კვლევები მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყნებშია ნაწარმოები. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვამბობ, რომ გიორგი ფხაკაძე არის ჩინური ვაქცინების ყველაზე დიდი ანტიფაქსერი.

ზოგიერთები „ძლიერ მარეგულირებელზე“ რომ აპელირებენ, შეკითხვა მაქვს - ნამდვილი ძლიერი მარეგულირებელია აშშ, სადაც აღიარებულია მხოლოდ ფაიზერი, მოდერნა და „ჯონსონ@ჯონსონი, რატომ არ გვაქვს საქართველოში ეს ვაქცინები?!

შემდეგი თემა - ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან იქნება ე.წ. კოვიდ-პასი. ეს არ არის კოვიდ-პასპორტი. ვინაიდან დაფიქსირდა უამრავი ყალბი პისიარ-ტესტი, გადაწყდა, ეს სისტემა ყოფილიყო ცენტრალიზებული, კონტროლირებადი.


გახსოვდეთ - ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ჩინური და რუსული ვაქცინებით აცრის შემთხვევაში პირი ჩაითვლება არავაქცინირებულად და ევროპაში შესასვლელად PCR-ტესტის გაკეთება დასჭირდება; საქართველოში თურმე ერთ-ერთი კლინიკა ყიდის კოვიდ-პასპორტებს. PCR-ტესტებში 85-110 ლარს ახდევინებენ. ეს დანაშაულია. ქვეყანაში კოვიდ-ტესტებს მთავრობა მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს. ნუ გაამდიდრებთ ამ კომპანიებს. თუ ზედმეტი ფული გაქვთ, გაჭირვებულებს დაეხმარეთ.

„ნიუ იორკ ტაიმსმა“ დადო სენსაციური სათაურით სტატია, რაც ქართულ მედიაშიც დატრიალდა და ხალხში დაბნეულობა გამოიწვია - თითქოსკორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს.

“Fachcheck.ge” - მე რომ სიმართლეზე მბლოკავთ, ამ ყალბ ინფორმაციაზე რატომ არ გაქვთ რეაქცია?! სტატია ეფუძნება 2007 წელს და ეხლა 2021 წელს 77 ადამიანზე ჩატარებულ პატარა კვლევას, რომ პირს, რომელიც ნებისმიერი ტიპის ვირუსს გადაიტანს, შესაძლებელია, მის მიმართ იმუნიტეტი წლების განმავლობაში შეუნარჩუნდეს.

გამიხარდება, ეს ასე იყოს. ალბათ, გარკვეული საფუძველი ამ თეორიას აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ კორონავირუსის შემთხვევაში გვაქვს რეინფიცირება, მაგრამ მცირე რაოდენობით. ამიტომაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ზემოხსენებულ კვლევაზე ფოკუსირება გამართლებული არ არის.

ერთიც - იმავე სტატიაში წერია, რომ ეს თეორია არ ვრცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე, არამედ მხოლოდ ვირუსგადატანილებზე. იქვე წერენ, რომ ვაქცინირებულებსაც დაახლოებით 6-12 თვეში „ბუსტერი“ დოზის გაკეთება მოუწევთ. რაც შეეხება ჩინურ „პლაცებო“ ვაქცინას, გაერთიანებულ ემირატებში მესამე დოზას უკვე 3 თვის შემდეგ აკეთებენ, რადგან ხედავენ, რომ მხოლოდ 2 დოზა „ვერ ქაჩავს“.

დაიმახსოვრეთ:


1.სამედიცინო პირბადეზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს;


2.ვირუსებს ახასიათებს მუტაცია, ეს ნორმალური პროცესია. ამაზე ნუ ნერვიულობთ.

მე ადრე ვიხუმრე, შესაძლოა, მეგრული შტამიც გაჩნდეს, გურულიც, კახურიც და, ზოგადად, ქართული. ახლა ვამბობ, თუ ასე გავაგრძლებთ ცხოვრებას, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეიძლება რიონის, იმერული ვირუსიც მივიღოთ. გახსოვდეთ - ვირუსის გავრცელებას სჭირდება ბევრი ხალხი და თავშეყრის მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს.

თუ თავყრილობები არ იქნება, არ იქნება გავრცელება და შესაბამისად - არც მუტაცია, მაგრამ ჩვენ ეტყობა, თვითმიზანი გვაქვს, ქვეყანაში გვქონდეს ჩვენი, ეროვნული შტამი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

ვირუსებს ახასიათებთ, რომ ძლიერი შტამი აქრობს შედარებით სუსტს. აქვე - ბრიტანეთში ახლა ინტენსიურად ვრცელდება ინდური შტამი, რადგანაც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა მის მიმართ მხოლოდ 60%-ია.

ერთსაც ხაზგასმით ვიტყვი - ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აუცილებლად უნდა აიცრათ იმ ვაქცინით მაინც, რაც არის, რადგან თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ.

კიდევ ერთხელ - გახსოვდეთ - 2 მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო, ე.წ. ფხაკაძის პირბადე და ხელების დაბანა. ოთახები ხშირად გაანიავეთ, არ ჩართოთ კონდიციონერი, თუ ოთახში თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ხალხიცაა.

დამშვიდდით, შეიარაღდით სწორი ინფორმაციით, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყველაფერი იქნება კარგად.

—————

"ნიუ იორკ ტაიმსმა" დადო სასწაული სათაური და ასეულობით წერილი მივიღე ამასთან დაკავშირებით. ახლა მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე:

კვლევა ჩატარდა 77 ადამიანზე! ხომ მაგარი კვლევაა?!...

კვლევა ეფუძნება 2007 წლის კვლევას/თეორიას, რომ იმუნიტეტი “იმახსოვრებს” ვირუსებს (ნახეთ ბმულში)

ამ სტატიაში მკაფიოდ წერია, რომ ვირუსის გრძელვადიანი “მახსოვრობა” არის შესაძლებელი მარტო იმ ადამიანებში, ვინც ვირუსი გადაიტანა

ვინც ვაქცინირდა, მასზე ეს გრძელვადიანი “მეხსიერება” არ ვრცელდება და პირველი დოზიდან, ალბათ, 6 თვეში, ზოგი "პლაცებო" ვაქცინის შემთხვევაში - ალბათ, 3 თვეში, ზოგი კი 9-12 თვეში იქნება საჭირო “ბუსტერი” ვაქცინის გაკეთება;


გთხოვთ, ბრმად ნუ აყვებით ასეთ კვლევებს. ეს არის ვიწრო მეცნიერული მსჯელობის საკითხი და საზოგადოება ასეთი სტატიებით უფრო იბნევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები იზრდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას.


A new study published in Nature suggests that immunity against coronavirus may be more long-lasting than previously thought. Most people who have recovered from Covid-19 and who were later immunized may get long-lasting immunity and may not need boosters. The conclusions are based on findings showing that immune memory B cells persist in the bone marrow, and they continue to mature and strengthen after infection. In this population, as memory B cells continued to evolve, the antibodies produced later on develop the ability to neutralize an even broader group of variants than seen earlier after immunization. However, people who have only received the vaccine (without infection) may need booster shots. The findings highlight the value of being vaccinated even after infection with the virus.




ჯანმრთელობას გისურვებთ…“-აცხადებდა გიორგი ფხაკაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page