top of page

„საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ჯერ ისევ...“

10/09/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის წინ, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.“


მისი თქმით, როცა ვაქცინა გადადის ბოლო სტადიაზე, მხოლოდ 10% არის ვარგისიანი.


"ეს ნიშნავს, რომ თუ ვაქცინის 10 კანდიდატია, მათგან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს კარგი ვაქცინა. ზუსტად ასტრაზენეკას ვაქცინამ გვაჩვენა ის, რასაც მე ვამბობდი 5 თვის უკან, - ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის უკან, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.

ერთი რამ, რაც ჩვენ ვიცით ამ ვირუსის შესახებ, არაფერი არ ვიცით. არის ძალიან ბევრი ვარაუდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცით, როგორ მუშაობს ეს ვირუსი. ეს არის რეალობა.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ არის ერთი პაციენტი ჰონკონგიდან და ერთი ამერიკიდან, რომლებიც ხელახლა დაინფიცირდნენ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიონი დაინფიცირდა, მაგრამ განმეორების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა და ესეც ბევრ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, ვაქცინა როგორი ეფექტური იქნება", - ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе https://youtube.com/@drpkhakadze


7 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page