30/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
პარლამენტი ჯანდაცვის მინისტრს უსმენს.
ზურაბ აზარაშვილი დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე ანგარიში გააცნო.
ზურაბ აზარაშვილი სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
"2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას - მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შექმნას.
წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნიდან 10 წლის თავზე, ჩვენ, შეგვიძლია, შევაფასოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გადარჩენილი სიცოცხლით, განკურნებული ადამიანებით, მათთვის მიწოდებული სერვისებისა და დაფინანსების მასშტაბით გამოიხატება.
კერძოდ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.
შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პირდაპირ ან ირიბად, არ შეხებია," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments