22/07/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მოუსმინა.
„საქართველოს მთავრობამ მომისმინა.
შედეგიც გვაქვს.
ჩემი ღია წერილიდან, თითქმის ყველა პუნქტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ.
დასკვნა: არ არის აუცილებელი, რომ იყო პოლიტიკოსი, რათა შენი იდეები “გაიტანო”. მთავარია, არ უნდა გაჩერდე!
კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ ბრძოლას აზრი აქვს მიზნის მისაღწევად,
აუცილებელი არ არის მიტინგები და ძალადობა. უნდა იყო არგუმენტირებული, დაუღალავად უნდა ისაუბრო ამ საკითხზე ყველა დონეზე და ყველა პლათფორმაზე. უნდა გააგებინო მარტივ ენაზე ყველა მსმენელს (ზოგჯერ ემოციურიც უნდა იყო და ზოგჯერ უკმაყოფილებაც უნდა გამოხატო) მაგრამ მთავარია შედეგი.
2023 წლის 22 ივლისს, სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია დაუჯერებელი იყო. ეს უკვე რეალობაა, დიახ, 2022 წლის 22 ივლისს ეს იყო დაუჯერებელი რამ,
მადლობა ყველას, მადლობა „ბებო მაროს“ ხულოდან (ჩემი ყველაზე აქტიური მსმენელი), მადლობა საინფორმაციო სააგენტოებს, მადლობა სახელმწიფო მოხელეებსა და მადლობა თქვენ!
საქართველო უნდა ავაშენოთ ერთად“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძე, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. #drpkhakadze #accreditationge
2022 წლის 22 ივლისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აკრედიტაციის შესახებ საუბრობდა:
„ვინაიდან 2021 წლის 18 ოქტომბრიდან დღემდე ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღე, ვაქვეყნებ საჯაროდ ჯანდაცვის სამინისტროსადმი 8 თვის წინ მიწერილ წერილს.
ველოდები პასუხს.
როცა საქართველოში ვინმე საუბრობს ჯანდაცვის სფეროში ხარისხის კონტროლზე ან/და ჯანდაცვაში დამოუკიდებელ ანგარიშვალდებულებაზე, შევახსენებ ყველას, რომ საქართველოში ამ სფეროში, სამწუხაროდ ერთადერთი საერთაშორისო დონის, არაკორუმპირებული ექსპერტი ვარ, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს არა მარტო საერთაშორისო დონეზე, არამედ საქართველოშიც
თავიდან ნუ გამოიგონებთ უკვე გამოგონებულ ველოსიპედს ამ ბოლო დროს რაც მესმის ამაში არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის ნიშნებია
#drpkhakadze საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში ჯანმრთელობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის • ფორმულა ჯანმრთელობა/ექიმები ჯანმრთელობა /ექიმები საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია (ოფიციალური ჯგუფი) საქართველოს ჯანდაცვა, მედიცინა და რეალობა ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული ჯანდაცვა ჯანდაცვა ( Health Care) Primary Health Care პირველადი ჯანდაცვა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო Giorgi Pkhakadze —— —— 2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია Accréditation Sans Frontières-სა (აკრედიტაცია საზღვრების გარეშე) და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის დამოუკიდებელი სისტემის ამოქმედება და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერება.
”საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში (www.accredition.ge) უკვე არსებული გამოცდილება საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში (ამჟამად 4-მა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია - https://www.accreditation.ge/programs) და უწყვეტი სამედიცინო განათლების (ამჟამად 7 საკრედიტო პროგრამის შესახებ - https://www.accreditation.ge/cmeapproved).
აღნიშნული საკითხები სამედიცინო სერვისების ხარისხის უზრუნველყოფისა და პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების არსებული ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ:
გიორგი ფხაკაძე - ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი; ზაალ კაპანაძე-სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი;
კახაბერ შალიკაძე - სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
თინათინ ხარძიანი - ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი; სოსო ფილიევი - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;
ნიკოლოზ კობახიძე - სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თეა ბაქრაძე - სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
ანზორ ჭავჭავაძე - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის კონსულტანტი.
აღნიშნული შეხვედრაზე მიღებულ იქნა პირველადი კონსესუსი, თუ რა ფარგლებში ითანამშრომლებენ მომავალში ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია - “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ტექნიკური შეხვედრის მოწყობისთვის. როგორც იქნა გაჟღერებული შეხვედრაზე, ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უკვე მიმდინარე რეფორმას.
კონკრეტული წინადადება:
პირველი მიმართულება ეხება საქართველოს დამოუკიდებელი აკრედიტაციის ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელ აკრედიტაციას. ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა საპილოტე პროექტი “საქართველის აკრედიტაციის ინიციატივა”, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 40-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა და უკვე 4-მა დაწესებულებამ მიიღო ორგანიზაციის - “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, საბაზისო აკრედიტაცია.
ამ პროექტმა გვაჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია არის მოთხოვნადი და ამ მიმართულებით ქართულ სამედიცინო ბაზარზე არის მზაობა. აღნიშნულმა პროექტმა ასევე აჩვენა, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი (ძლიერი, მაგალითად Joint Commission) მოთხოვნები შესაძლოა, ნეგატიურად იქნას მიღებული სექტორის მიერ. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ეტაპობრივად მზარდი სტანდარტების დანერგვის შესახებ (ყოველწლიურად სტანდარტების გაფართოება და გაძლიერება). ვინაიდან სტაციონარულ სექტორში უკვე არის გარკვეული პროგრესი (ნეონატალური სერვისების და სტანდარტების რეფორმა), ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” მოხარული იქნება, რომ უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ ეტაპზე საქართველოს ამბულატორიული სექტორის აკრედიტაციაში და ამით ხელი შეუწყოს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. ამ პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის გთხოვთ, განიხილოთ შესაძლო თანამშრომლობა საქართველის ჯანდაცვის სამინისტროსა და ორგანიზაციას - “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, შორის. ეს თანამშრომლობა შესაძლოა იქნას ასახული ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმში, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ძირითადი 2 მიმართულება. ეს მიმართულებები: 1.სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემის ხელშეწყობა; 2. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ხელშეწყობა.
ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ სურვილს გამოთქვამს, გააგრძელოს ამბულატორიული დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. კერძოდ:
1/ საქართველოს ამბულატორიული დაწესებულებების აკრედიტაციის სტანდარტის დანერგვა ("აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ვერსია GEO2021.1 არის ბაზისური) და მისი ყოველწლიური გადახედვა.
2/ ახალი სტანდარტის მიღებამდე საინფორმაციო ტექნიკური შეხვედრების მოწყობა ყველა დაინტერესებულ პირთან/ორგანიზაციასთან (შესაბამისი სახელმწიფო უწყებები/ორგსნიზაციები, კერძო სექტორი, აკადემიური დაწესებულებები, პაციენტების უფლებადამცველი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და სხვები).
3/ ჯანდაცვის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს მიეცემათ საშუალება, შეიტანონ დამატებითი კორექტივები/ რეკომენდაციები აკრედიტაციის სტანდარტის საბოლოო ვარიანტში.
4/ საქართველოში არსებული ამბულატორიული დაწესებულებებისთვის აკრედიტაცია არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი და უფასო.
5/ აკრედიტაციის ვალიდურობა არის 2 წელი და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
6/ აკრედიტაციის პროცესი არის 7 საფეხურიანი და არის სამ ძირითად პრინციპზე აგებული: გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება. პროცესი ასევე ითვალისწინებს დაწესებულების მინიმუმ 1, მაქსიმუმ 2 შემოწმებას/კონტროლს.
7/ ყველა აკრედიტირებული ორგანიზაციის შესახებ (აკრედიტირებული/არააკრედიტებული) ინფორმაცია საჯაროა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იქნებიან ინფორმირებულნი ინფორმაციის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8/ წელიწადში ერთხელ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” და ჯანდაცვის სამინისტრო გამართავენ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” წარადგენს წლიურ ანგარიშს და სამინისტროს მომდევნო წლის გეგმებს გაუზიარებს.
9/ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ასევე მზად იქნება, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაციის საკითხებზე გაუწიოს შესაბამისი ტექნიკურ დახმარება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან.
მეორე პროექტი ეხება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის გაფართოებას და ხელმისაწვდომობას. არსებული უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა არის საკმაოდ ბიუროკრატიული და საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების გაფართოებას ხელს უშლის. საქართველოს აკრედიტაციის პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, პირველი სტანდარტი არის სამედიცინო დაწესებულების ექიმებისთვის წელიწადში 50 უსგ (უწყვეტი სამედიცინო განათლების) ქულა, ხოლო ექთნებისთვის - 25 უსგ ქულა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სისტემა არ უწყობს ხელს, რომ უსგ ქულები იყოს უფრო ხელმისაწვდომი ექიმებისთვის და ექთნებისათვის. ამ გამოწვევის საპასუხოდ ორგანიზაციამ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ჩამოაყალიბა უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტი (Continuous Medical Education Committee-CMEC),
რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა. ჩვენი ექსპერტებისა და მრჩეველთა ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა სპეციალიზაციის ქართველი ექიმებით (https://www.accreditation.ge/cme). უსგ კრედიტების მინიჭების პროცესი მარტივია და მოთხოვნები ნაკლებ ბიუროკრატიულია, მაგრამ ინარჩუნებს საერთაშორისო დონის ხარისხის სტანდარტს.
ჩვენ ვთვლით, რომ უსგ კრედიტების გაცემის პროცესი უნდა იყოს უფრო დეცენტრალიზებული და ხელმისაწვდომი. ჩვენმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ოპტიმალური იქნება, უსგ ქულების გაცემა იყოს ყველა საგანმანათლებლო აქტივობისთვის (ლექცია, ვორქშოფი, სემინარი, კონფერენცია და ა.შ) და დასამტკიცებელი დოკუმენტის განხილვა ხდებოდეს კომიტეტის წევრების (მინიმუმ სამი წევრი) მიერ. ასე ჩვენ მოგვეცემა მულტიპროფილური განცხადებების მიიღების საშუალება. უსგ კრედიტ ქულათა სისტემა დამყარებულია საათობრივ ბაზისზე, კერძოდ, ღონისძიებაზე გატარებულ ყოველ 1 საათში (მარტო სწავლების კომპონენტი), დამსწრე მიიღებს 1 კრედიტ ქულას (სარეკლამო/პროდუქტის პრომოცია არ ითვლება კრედიტ ქულად). კრედიტ ქულა ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე/ორგანიზატორი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების/რეგისტრაციის ხელმოწერილ დოკუმენტს, შევსებულ პრე ტესტს და შევსებულ პოსტ ტესტ 76% დადებითი პასუხით.
ყველა აღიარებული უსგ ღონისძიებაზე არის საჯაროდ გამოქვეყნებული (https://www.accreditation.ge/cmeapproved), ყველა მონაწილეს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური კოდი და გაიცემა სტანდარტული სერტიფიკატი QR კოდით, ხოლო ამის შესახებ მონაცემები ირის საჯარო (https://www.accreditation.ge/certificate).
ორგანიზაციას “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” აქვს სურვილი, გააგრძელოს მუშაობა საქართველის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთნ, რათა ქვეყანაში გააუმჯობესოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა და ხარისხი, გახდეს ის უფრო ხელმისაწვდომი კერძოდ:
1/ გააფართოვოს ორგანიზაციის -“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტის დაფარვის არეალი საქართველოში და მოიცვას ყველა სამედიცინო სფერო, გარდა ნეონატალური და პედიატრიული სექტორებისა. სხვა სფეროების შეზღუდვა შესაძლებელია სამინისტროს მხრიდან წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.
2/ ყველა აკრედიტირებული პროგრამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები იქნებიან ინფორმირებულნი 10 სამუშაო დღეში.
3/ წელიწადში ერთხელ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” და ჯანდაცვის სამინისტრო გამართავენ ტექნიკურ შეხვედრას, სადაც “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” წარადგენს წლიურ ანგარიშს და სამინისტროს მომდევნო წლის გეგმებს გაუზიარებს.
4/ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ასევე მზად არის, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გაუწიოს შესაბამის ტექნიკური დახმარება უწყვეტი სამედიცინო განათლების საკითხებში ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან.
გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი წინადადება, რათა გაფორმდეს ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმი და ჯანდაცვის სამინისტროსა და ორგანიზაციას - “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”, შორის ზემოთ ჩამოთვლილი ორ მიმართულებაში.
ჩვენ მოხარული ვიქნებით, ხელი შევუწყოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას და მზად ვართ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი კომპეტენცია ფარგლებში ტექნიკური დახმარება გავუწიოთ.
პატივისცემით,
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD President, Accréditation Sans Frontières 32, Boulevard de Rochechouart, 75018 Paris – France Tél : + 33 (0) 753902263 |Viber,WhatsApp, Signal: +995 577416314 www.france-asf.fr | info@accreditation.ge
www.accreditation.ge Accreditation Georgia Initiative, joint project of the Public Health Institute of Georgia and Accréditation Sans Frontières“
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები - ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments